არ ვამბობთ, რომ შხაპის მიღება ცუდია, მაგრამ ცხელი წყლის ქვეშ დიდხანს ყოფნა ნეგატიურად აისახება კანზე. მოდი, განვიხილოთ ჩვევები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს თქვენზე.
1. ბევრი ჩვენგანი უპირატესობას ცხელ წყალს ანიჭებს, რაც უარყოფითად აისახება ჩვენს კანზე. უმჯობესია დაიბანოთ თბილი ან გრილი წყლით.
2. ცხელი წყალი ჩამორეცხავს კანის დამცავ ფენას, ააქტიურებს საოფლე ჯირკვლებს. თუ პრობლემური კანი გაქვთ, სიტუაციას კიდევ უფრო გაირთულებთ.
3. საზიანოა შხაპის ხანგრძლივად მიღება. შეამცირეთ დრო 5-10 წუთამდე.
4. არ გამოიყენოთ პარფიუმერული საპონი. ის აშრობს კანს. უპირატესობა ნატურალურ საპონს მიანიჭეთ.
5. ნუ გაიქაფავთ მთელ სხეულს. ხელების (ფეხებისაც) ხშირი დაბანა აშრობს კანს. სხეულის ეს ნაწილი მცირე ზომის ცხიმს გამოჰყოფს, ამიტომ საპონს მოარიდეთ.
6. შხაპის მიღებიდან 3 წუთის განმავლობაში წაისვით დამატენიანებელი კრემი, რადგან შხაპის შემდეგ კანი მალევე კარგავს ტენიანობას.
7. ღრუბელი იდეალური ადგილია ბაქტერიისა და ობის გასამრავლებლად. ექიმების რჩევით, ჰიგიენის ეს ატრიბუტი 4 კვირაში ერთხელ უნდა გამოცვალოთ.
8. დაუშვებელია თავის ყოველდღე დაბანა. კვირაში ორჯერ. ხოლო მძიმე, ხვეული თმის მფლობელებმა თავი 7 დღეში ერთხელ დაიბანეთ.
9. რაც უფრო მეტ ასაქაფებელ საშუალებას გამოიყენებთ, მით მეტი ცხიმის ფენას დაკარგავს თქვენი კანი.
10. ნუ დაიტოვებთ კანზე საპონს. დერმატოლოგების აზრით, ასე გამოიწვევთ კანის გაღიზიანებას, გამოშრობას.
11. შხაპის მიღების შემდეგ მოერიდეთ კანის ღრმა წმენდას. ამით კიდევ უფრო გაიღიზიანებთ კანს, მის ღრმა ფენას.
12. დაუშვებელია სხეულის უხეში პირსახოცით გამშრალება. გამოიყენეთ რბილი პირსახოცი, რათა ნაკლები ზიანი მიაყენოთ მგრძნობიარე კანს.