თეძოებსა და დუნდულებზე კანი მუდამ გლუვი და ლამაზი რომ იყოს, საკმარისი არ არის, მხოლოდ სწორი კვების რეჟიმისა და აქტიური ცხოვრების წესის დაცვა. სამწუხაროდ, კანის სტრუქტურის მსგავსი შეცვლა, როგორიცაა ცელულიტი, გამხდარ ქალებშიც შეინიშნება და ეს შესაძლოა, ჰორმონალური ფონის დარღვევით, საკვების არასწორი მონელებით ან გენეტიკით იყოს გამოწვეული.
გთავაზობთ ეფექტური საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობით თქვენი კანი მუდამ შესანიშნავ ფორმაში იქნება.
ძმარი ცელულიტის წინააღმდეგ
ვაშლის ძმარს წონაში დაკლების მიზნით სხვადასხვაგვარად იყენებენ: აბაზანები და მასაჟები ძალზე ეფექტურია. საქმე იმაშია, რომ ძმარი ხილის მჟავებს შეიცავს, რომლის წყალობით უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა პრობლემურ ზონებში. ძმარს გამოჰყავს ცხიმი ორგანიზმიდან.
გთავაზობთ ანტიცელულიტურ სახვევებს ძმრის გამოყენებით.
ინგრედიენტები
• 0,5 ჭიქა ვაშლის ძმარი
• 0,5 ჭიქა თაფლი
• 0,5 ჭიქა ფქვილი
• ცელოფანი
გამოყენების წესი
მოცემული ინგრედიენტებისგან მოზილეთ საშუალო სისქის ცომი.
გაისუფთავეთ კანი პროცედურამდე.
წაისვით მიღებული მასა პრობლემურ ადგილებზე და შეიხვიეთ ცელოფნით. გაიჩერეთ 1 საათით, შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.
შესაძლოა, ძმარმა ოდნავი წვა გამოიწვიოს - ეს მხოლოდ ამტკიცებს მის ეფექტურობას. მიღებული შედეგით კმაყოფილი დარჩებით რამდენიმე პროცედურის ჩატარების შემდეგ.