ზაფხული წელიწადის ყველაზე ცხელი დროა. დრო შვებულების, მოგზაურობის, დასვენების, ზღვის ნაპირზე სეირნობის... ყველაფერი ეს სიამოვნება შეიძლება ჩაგიშალოთ ტკივილისა და წვის შეგრძნებამ.
სიცხის დროს ხდება ოფლის გაძლიერებული გამოყოფა. სიარულის დროს ფეხები ერთმანეთს ეხახუნება და ჩნდება სიწითლე და იარებიც კი. ამ პრობლემას განსაკუთრებით სავსე ფორმების ქალბატონები აწყდებიან, თუმცა ანატომიური აგებულების მიხედვით შეიძლება გამხდრებსაც ჰქონდეთ დისკომფორტი.
გთავაზობთ რამდენიმე მითოდს, თუ როგორ ავიცილოთ ხახუნი და მისგან გამოწვეული უსიამოვნებები.
1. მყარი დეზოდორანტი გამოიყენება არა მხოლოდ იღლიის ფოსოში. წაისვით პრობლემურ ზონებზე. დეზოდორანტის გამაგრილებელი ეფექტი დაიცავს კანს ხახუნისაგან.
2. საბავშვო ტალკი შეიძლება გახდეს ნამდვილი გადამრჩენელი დიდებისთვის. დაიყარეთ პრობლემურ ზონაზე. კანი უნდა იყოს სუფთა და მშრალი.
3. ქოქოსის ზეთი შესანიშნავად იწოვება კანში და არ ტოვებს ცხიმის კვალს. ის ეფექტურად ხსნის გაღიზიანებას, აშუშებს ჭრილობას, უზრუნველყოფს კანის სრულფასოვან მოვლას. სრულად...