ასაკის საწინააღმდეგო სპეციალური კოსმეტიკა კანზე საკმაოდ ეფექტურად მოქმედებს, თუ მას სწორ მოვლასთან ერთად შევუთავსებთ სახლის პირობებში დამზადებულ ნატურალურ ნიღბებსაც. საშუალებები, რომელთაც დღეს შემოგთავაზებთ, მოქმედებით ბოტოქსს უტოლდება. მიაქციეთ ყურადღება ხაჭოს ნიღაბს: მის მერე კანი ბრწყინვალე ხდება...
კანის მოვლა სახლის პირობებში
კაკაოს ფხვნილის ნიღაბი
15 გრ ხარისხიანი კაკაოს ფხვნილი გახსენით თბილ რძეში ფაფისებური მასის მიღებამდე. წაისვით ნიღაბი სუფთა სახეზე 20 წუთით, შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით.
С ვიტამინის ნიღაბი
დაჭყლიტეთ ნახევარი ბანანი და დაასხით С ვიტამინის ამპულის შემადგენელი სითხე. დაამატეთ ცოტაოდენი ცხიმიანი ნაღები. ნიღაბი სქელი უნდა გამოვიდეს. გაიჩერეთ 20 წუთით, შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით.
ხაჭოს ნიღაბი
1 ს.კ. ცხიმიანი ხაჭო შეურიეთ 1 ს.კ. არაჟანს და 0,5 ჩ.კ. მარილს. წაისვით სუფთა კანზე 20 წუთით, შემდეგ დაიბანეთ.
ცვილის ნიღაბი
გაადნეთ 1 ს.კ. თაფლის ცვილი, შეურიეთ 1 ჩ.კ. თაფლი და 2 ს.კ. ხახვის წვენი. წაისვით თბილი მასა სახეზე. 10 წუთში დაიბანეთ.
ნაყენი ახალგაზრდა კანისთვის
1 ჩ.კ. დაქუცმაცებული მუხის ქერქს, 1 ს.კ. ცაცხვის ფერსა და 1 ს.კ. კამას დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. 2 საათში გაწურეთ ნაყენი და დაამატეთ ცოტაოდენი ლიმონმჟავა. გაისუფთავეთ კანი ნაყენით ყოველდღე.
კანის ფერის გასაუმჯობესებელი მასაჟი
კანმა მუდამ რომ იბრწყინოს, ნუ დაივიწყებთ მასაჟს! მნიშვნელოვანია, ყოველდღე დაიმანჭოთ და ჩართოთ ამ ქმედებაში რაც შეიძლება მეტი სახის მიმიკური კუნთი. ეს გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, შეეწინააღმდეგება კანის დაბერებას და სახის კონტურს გამოკვეთავს.