ჭაღარა, ძირითადად, 40 წლის შემდეგ ჩნდება. ეს შეიძლება გენეტიკით, სხვადასხვა დაავადებით ან სტრესით იყოს გამოწვეული. სამედიცინო თვალსაზრისით, ეს აიხსნება, როგორც ორგანიზმის მიერ მელანინის წარმოქმნის უნარის არქონა, რომელიც თმის ფოლიკულების შემადგენელი ნაწილია. შედეგად, თმა ფერს იცვლის.
ალბათ, გაგიკვირდებათ, თუ გაიგებთ, რომ არსებობს საშუალება, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ჭაღარის მოცილება და თმის ბუნებრივი ფერის აღდგენა.
დღეს ჩვენ გაგიმხელთ საიდუმლოს და შემოგთავაზებთ ეფექტური საშუალების რეცეპტს, რომლის მომზადება სახლის პირობებშია შესაძლებელი.
ინგრედიენტები:
• 3 კბილი ნიორი
• 1 ლ თაფლი
• 4 ლიმონი
• 200 გრ სელის ზეთი
მომზადების წესი:
დაჭერით ნიორი და ლიმონი. დაამატეთ თაფლი და სელის ზეთი. მოურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთგვარი მასის მიღებამდე.
შეინახეთ წამალი მინის ქილაში, მაცივარში.
გამოყენების წესი:
მიიღეთ ეს სასწაულმოქმედი საშუალება 1 ს.კ. ჭამამდე, დღეში 2-ჯერ.
თქვენ ასევე მიიღებთ საოცარ ეფექტს, თუკი თავის კანზე კვირაში ორჯერ ძროხის რძესა და კარაქს შეიზელთ. გაიმეორეთ ეს მეთოდი 2-3 თვის განმავლობაში.