ეს ნიღაბი თვალების ქვეშ შავი წრეებს და შეშუპებას მომენტალურად ხსნის. რეცეპტი ინდოეთიდან მოდის, სადაც კურკუმას არა მხოლოდ სუნელად იყენებენ საკვებში, არამედ სილამაზისთვისაც.
კურკუმა ათეთრებს და აახალგაზრდავებს კანს. ამასთან, ოქროს ნიღაბი შეიცავს სოდას - ერთ-ერთ აქტიურ კომპონენტს, რომელიც კანის საფარში სისხლის მიმოქცევას ასტიმულირებს და წმენდს მას.
აქტიურმა ნარევმა წასმის შემდეგ შესაძლებელია კანის სიწითლე გამოიწვიოს, მაგრამ ნუ შეშინდებით, სიწითლე 1 საათში გაივლის, ეფექტი კი არაჩვეულებრივი იქნება.
ნიღაბი თვალის ირგვლივ კანისთვის
საჭირო მასალა
- 0,5 ს.კ. კურკუმა
- 1 ს.კ. სოდა
- 2 წვეთი ლიმონის წვენი
გამოყენების წესი
- მოამზადეთ ფაფისებრი მასა ყველა ინგრედიენტისგან. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, ლიმონის წვენი ტონიკით ან წყლით ჩაანაცვლეთ.
- წაისვით ოქროს ნიღაბი თვალების ირგვლივ და გაიჩერეთ 15 წუთით.
- დაიბანეთ გრილი წყლით. წაისვით დამატენიანებელი კრემი.
- ჩაიტარეთ პროცედურა 3 დღეში ერთხელ. გამაახალგაზრდავებელ ეფექტს მალევე შეამჩნევთ. წვრილი ნაოჭები და შავი ლაქები სრულიად გაქრება, კანი გაღიავდება.