ნებისმიერი დიეტის დაცვისას ყურადღება უნდა მიაქციოთ არა მარტო იმას, რას ჭამთ, არამედ იმასაც, რასაც სვამთ.
შეარჩიეთ სასმელი, რომელიც ზედმეტი წონისგან გაგათავისუფლებთ. გთავაზობთ ჯანჯაფილისგან გემრიელი და სასარგებლო ცხიმის მწველი სასმლის დამზადებას.
გასახდომი სასმელი
მას აღმოსავლეთის ქვეყნებში მანდილოსნები უხსოვარი დროიდან სვამდნენ. ამ არომატული კოქტეილის კომპონენტები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, დაგიცავთ ინფექციებისგან, აუმჯობესებს კუჭის მუშაობას, ნივთიერებათა ცვლას.
ინგრედიენტები: ჯანჯაფილის 4-5 ფესვი, პიტნის 2-3 ღერი, 1 ცალი გრეიპფრუტი, 1 ს/კ თაფლი, 500 მლ წყალი, დანის წვერით დარიჩინი და ილი.
მომზადება:
1. ჯანჯაფილი და პიტნა დააბლენდერეთ. დაუმატეთ დარიჩინი, ილი, მდუღარე წყალი და გააჩერეთ 30 წუთი.
2. როცა სითხე გაცივდება, გადაწურეთ და დაუმატეთ 1 ცალი გრეიპფრუტის წვენი და თაფლი.
მიიღეთ ყოველდღე, სადილისა და ვახშმის წინ 200 მლ. 1 კვირის გასვლის შემდეგ 7 დღე დაისვენეთ და გაიმეორეთ კურსი. ეფექტს პირველივე კვირას იგრძნობთ: ცხიმი მუცელსა და გვერდებზე დაგიდნებათ.