ცხვირზე შავი წერტილების წარმოქმნის უამრავი მიზეზი არსებობს. ყველაზე გავრცელებულია - კანის არასწორი მოვლა, მავნე საკვები და ჰორმონალური ფონი.
შავი წერტილების მოშორება ძვირად ღირებული ნიღბებით, კრემით და სკრაბით შეიძლება, მაგრამ ჩვენ შინაურული, ეფექტური ინდური მეთოდი ვიცით.
დაგჭირდებათ:
კბილის პასტა
სახის საწმენდი ჯაგრისი
1/4 ჩაის კოვზი მარილი
სტერილური ბინტი
წყალი (შეიძლიათ გვირილის ნაყენიც გამოიყენოთ)
1/2 სადილის კოვზი თეთრი თიხა
1/4 ს/კ იოგურტი (შეგიძლიათ არაჟნით ჩაანაცვლოთ).
პროცედურა:
1. ერთმანეთში გადაურიეთ კბილის პასტა და მარილი. წაისვით ცხვირზე, მსუბუქად შეიზილეთ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
2. ბინტი მოჭერით, დაასველეთ თბილ წყალში და 15-30 წამით დაიდეთ ცხვირზე.
3. გადაურიეთ თიხა და იოგურტი. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. წაისვით ცხვირზე, გაიჩერეთ 10 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით ან გვირილის ნაყენით.
პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში ერთხელ, რათა წლების განმავლობაში შეინარჩუნოთ სუფთა, ახალგაზრდული და ელასტიკური კანი.
ვიდეოში იხილეთ დეტალური მასტერკლასი, თუ როგორ მოვიცილოთ ცხვირიდან ფერიმჭამელები...