თუკი გსურთ, სწრაფად გაიზარდოთ თმა, აირჩიეთ ქვემოთ მოცემული ნიღბიდან რომელიმე და ჩაიტარეთ პროცედურა კვირაში ერთხელ.
1. 30 გ საფუარი გახსენით 1 ს/კ წყალში, დაუმატეთ 2 ს/კ წიწაკის ნაყენი და წაისვით თმაზე. გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ ჩვეულებრივი შამპუნით.
2. რამდენიმე ს/კ ნებისმიერი ბალახის ნახარშში (შემთბარი) გახსენით 1 ჩ/კ საფუარი და გააჩერეთ ნახევარი საათი.
შემდეგ დაუმატეთ ერთი კვერცხის გული, 1 ს/კ ბირკნის ზეთი და რამდენიმე წვეთი რომელიმე ეთერზეთი. ყველაფერი კარგად აურიეთ და შეიზილეთ თმის ძირებში. შეიფუთეთ და გაიჩერეთ 1 საათი. შემდეგ ჩამოიბანეთ. ამ ნიღბის გაკეთება კვირაში 2-ჯერაც შეგიძლიათ.
3. 1 ს/კ მშრალი საფუარი გახსენით 2 ს/კ შემთბარ წყალში, დაუმატეთ 1 ჩ/კ შაქარი და გააჩერეთ ერთი საათი. შემდეგ დაუმატეთ 1 ს/კ თაფლი და 2 ჩ/კ მდოგვის ფხვნილი.
ნიღაბი შეიზილეთ თმის ძირებში, გაიჩერეთ 1 საათი, შემდეგ ჩამოიბანეთ ჩვეულებრივი შამპუნით.
საკმარისია მისი გამოყენება კვირაში ერთხელ.