სილამაზესთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა, რომელსაც გოგონა ებრძვის, მამაკაცისთვის უხილავია. ასე რომ, გამოდის, ქალი მხოლოდ საკუთარი თავისთვის ლამაზდება.
თუმცა, საინტერესოა, მაინც რას ვერ ამჩნევს მამაკაცი. გამოკითხვაში ათეული მამაკაცი მონაწილეობდა.
პედიკიურის არარსებობას
მისთვის მნიშვნელობა არა აქვს, რა ფერის ლაქი გისვია ფეხის ფრჩხილებზე. მაინც ვერ ხედავს იმის აზრს, რატომ უნდა შეიღებო ფრჩხილები. შენ შეიძლება პედიკიურის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენია, მამაკაცი კი მას ქალის ჭირვეულობად აღიქვამს.
შესასწორებელი წარბები
თუ წარბების კორექცია რამდენიმე დღით დაგიგვიანდა, ამას მარტო შენ ამჩნევ, მამაკაცი - ვერა, თუ თავად არ გაამახვილებ ყურადღებას.
მოზრდილი ნუნები
მამაკაცისთვის გაუგებარია, რატომ უნდა მოიჭრა ნუნები. არც იცის, სადაა ეს ნუნა. როცა ფრჩხილებზე გიყურებს, მკვეთრი ფერის მანიკიურს ამჩნევს, მხოლოდ მას.
ცელულიტი
თუ თავად არ დაანახვებ ცელულიტს, ვერც მიხვდება, რა არის. თუ ისე მოიქცევი, ვითომ იდეალური უკანალი გაქვს, თავადაც ასე იფიქრებს.
გადამძვრალი მანიკიური
თუ ფრჩხილებზე მანიკიური ერთი თვის წინ წაისვი და მისი კვალი ალაგ-ალაგ ატყვია ფრჩხილებს, ალბათ შეამჩნევს, მაგრამ თუ ახალწასმულ ფრჩხილებზე ერთ ადგილას გადაგძვრა ლაქი, ამას ვერ შეამჩნევს.
ბოლოჭამიები თმაზე
საერთოდ არ იცის, რა არის ბოლოჭამია და ნურც გააგებინებ. თმის ბოლოების კონტროლს მაინც არ დაგიწყებს.
შესაღები თმის ძირები
კვლევამ დაადგინა, რომ ზოგიერთი მამაკაცი საერთოდ ვერ ამჩნევს თმის ფერის ცვლილებას ქალის თავზე. რა თქმა უნდა, თმა უნდა შეიღებო, მაგრამ შესაღებ თმის ძირებს მამაკაცი ვერ ამჩნევს.
შავი წერტილები სახეზე
თავად როგორ ამჩნევ ამ შავ წერტილებს, ასევე გაკვირდება შენი მამაკაცი? მისთვის ლამაზი ხარ შავი წერტილებითაც. მოიშორე ისინი, მაგრამ მათ არსებობას ის მაინც ვერ შეამჩნევს.
მოულოდნელად გაჩენილი მუწუკი
პაემანზე წასვლის წინ ამოსული მუწუკი ბევრი ქალისთვის საშინელი მოვლენაა, რომელსაც მამაკაცი ვერც შეამჩნევს. თუ დაანახვებ კიდეც, მისთვის მნიშვნელობა არ ექნება. ნუ ინერვიულებ იმის გამო, რაც მამაკაცისთვის შეუმჩნეველია, კონსილერი წაისვი.