მაკიაჟის დახმარებით თქვენ გაქვთ შანსი, გამოასწოროთ ყველაფერი, რაც საკუთარ გარეგნობაში არ მოგწონთ, და თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს, ამას YSL Beaute-ის წამყვანი ვიზაჟისტი გიამბობთ.
1. წვრილი თვალები
იმისთვის, რომ თვალებს მოცულობა გაუზარდოთ და ბევრად უფრო მეტყველი გახადოთ, სამი მარტივი ხრიკი უნდა გამოიყენოთ:
1. გამოიყენეთ სხვადასხვა ტექსტურის თვალის ჩრდილები და აუცილებლად, თითით ან ფუნჯით გააფერმკრთალეთ ყველა ფენა. შეგიძლიათ ნებისმიერი ფერები გამოიყენოთ. თვალის შიდა და გარეთა კუთხეებში შედარებით ღია ფერის ჩრდილი წაისვით, შუა ნაწილში უფრო მუქი.
2. თუ „ისრების“ დახატვა გსურთ, დაიმახსოვრეთ: მათი დახატვა შეიძლება მხოლოდ Smoky eyes-ის სტილში. „შიშველ“ ქუთუთოზე მკაფიო ხაზი კიდევ უფრო დაგიწვრილებთ თვალს.
3. წამწამები უნდა შეიღებოთ მკაცრად ვერტიკალური მიმართულებით, ძირიდან - ზემოთ, მაგრამ არა გვერდებზე. გამოიყენეთ წამწამების გასახშირებელი ტუში.
2. ერთმანეთთან ახლოს განლაგებული თვალები.
ამ შემთხვევაში არა მარტო სწორი მაკიაჟი, არამედ სწორად დახატული წარბებიც დაგეხმარებათ.
1. წარბის დასახატად გამოიყენეთ ღია, ნატურალური ფერის ფანქარი და ჩრდილები. შეეცადეთ, რომ შუა ნაწილიდან არ გადაისვათ ფანქარი. წარბის ბოლოები ფანქრით ცოტათი დაიგრძელეთ.
2. თვალების Makeup-ი თქვენგან მოთმინებას და სიზუსტეს მოითხოვს. პირველ რიგში, ქუთუთოზე ღია ფერის ჩრდილი წაისვით, გარეთა კუთხეებზე უფრო მუქი ფერი და „კვამლი“ (Smoky eyes) ცოტა გაწელეთ საფეთქლების მიმართულებით და გადღაბნეთ. მეორე რიგში, მბზინვარე ჩრდილები (ათინათები) წაისვით თვალის შიდა კუთხეებში. მესამე რიგში, წამწამებზე ტუში წაისვით, ოღონდ თვალის გარეთა კუთხეების ადგილას რაც შეიძლება დაიგრძელეთ.
3. თქვენი must have არის ისრები. მთავარია, რომ მათი დახატვა თვალის შუა ნაწილიდან დაიწყოთ (რაც შეიძლება ახლოს გარეთა კუთხეებთან). ისარი მაქსიმალურად მსხვილი უნდა იყოს.
3 ერთმანეთისგან შორს განლაგებული თვალები
დაიმახსოვრეთ შემდეგი:
1. წარბების დახატვა დაიწყეთ სახის შუა ნაწილიდან რაც შეიძლება ახლოს.
2. აირჩიეთ გლუვი ჩრდილები.
3. გამოიყენეთ ღია ფერის ჩრდილები ქუთუთოს უმეტეს ნაწილში, მუქი ფერი მხოლოდ შიდა კუთხეში წაისვით და აუცილებლად გაუკეთეთ რბილი გადასვლა წარბთან ახლოს.
4. ისრების დახატვა დაიწყეთ თვალის შიდა კუთხიდან. ხაზები ერთნაირი სისქის უნდა იყოს. ბოლოში ნუ გაუკეთებთ „კუდს“
5. წამწამები თანაბრად შეიღებეთ, ყველა მხარეს, რომ მომრგვალებული ეფექტი შეიქმნას. განაგრძეთ კითხვა