წყალი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ყველაზე აუცილებელი ელემენტია. წყალი სასარგებლო და მნიშვნელოვანია, მისი სწორი გამოყენება კი დაგეხმარებათ, ხელი შეუშალოთ უამრავი დაავადების წარმოშობას.
კვლევები წყლის სარგებლობაზე არაერთი წელია ტარდება, მაგრამ დღემდე არ არის დადგენილი, როდისაა მიზანშეწონილი მისი დალევა - ჭამამდე თუ ჭამის შემდეგ.
ჩვენ შემოგთავაზებთ არგუმენტებს, მერე კი თავად გადაწყვიტეთ.
წყალი ჭამამდე
წყლის დალევა ჭამამდე ეხმარება ორგანიზმს დანაყრებაში და კალორიების შემცირებაში, რომელსაც ჭამის დროს მოვიხმართ. მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც კუჭს წყლით ვავსებთ, ნაკლებს მივირთმევთ. სუფთა წყლის მოხმარება წვენებისა და სხვა სასმელების ნაცვლად კი ხელს უწყობს სხეულის კარგ ფორმაში შენარჩუნებას.
ჭამამდე მიღებული ჭიქა წყალი ორგანიზმს ტოქსინებისგან წმენდს, აჩქარებს მეტაბოლიზმს, ასევე, ეფექტურად ასუფთავებს ნაწლავებსა და კუჭს.
უზმოზე დალეული წყალი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და გავსებთ ენერგიით მთელი დღის განმავლობაში.
წყალი ჭამის შემდეგ
წყალი საჭმლის მონელებას ეხმარება. დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ წყალი ხელს უშლის საკვების კარგად მონელებას, თუმცა, ახალი კვლევების თანახმად, ის პირიქით, ხელს უწყობს ამ პროცესს. გარდა ამისა, წყალი ჭამის შემდეგ ორგანიზმს საშუალებას აძლევს, სწრაფად აითვისოს სასარგებლო ნივთიერებები.
გახსოვდეთ, წყლის დალევა სასარგებლო და აუცილებელია და როდის დალიოთ - თქვენზეა დამოკიდებული. საკმარისი რაოდენობით წყლის მიღებისას, მთელი დღის განმავლობაში ტონუსსა და კარგ განწყობას შეინარჩუნებთ.