სამედიცინო ქილები ძველი დროიდანაა ცნობილი. ქილებს ჩვენი მშობლები იდებდნენ ზურგზე. პროცედურას, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება, ქაფინგ-თერაპია ეწოდება.
ქილების მთავარი ამოცანაა, ვაკუუმის წყალობით გააძლიეროს სისხლის მიმოქცევა. ეს გახლავთ სამკურნალო ეფექტის ძირითადი საიდუმლო.
სამედიცინო ქილები
თავის ტკივილისგან გათავისუფლება
კვლევების თანახმად, ქაფინგი ეხმარება თავის ტკივილისგან გათავისუფლებაში. ამ პროცედურის წყალობით ძლიერდება სისხლის მიმოქცევა, რაც ხელს უწყობს ტკივილის შემსუბუქებას ან მოხსნას.
ხველებისა და ბრონქიტის მკურნალობა
ჩვენი ბებიები ხველებასა და ბრონქიტს ქილებით მკურნალობდნენ. იმ დროს, როდესაც ძლიერი პრეპარატები ხელმისაწვდომი არ იყო, ქილები მკურნალობის ყველაზე პოპულარული მეთოდი იყო. ნივთიერებათა ცვლის დაჩქარება ეხმარება ფილტვებსა და ბრონქებს სისველისგან გათავისუფლებაში.
გუნება-განწყობილების გასაუმჯობესებლად
ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლისა და სისხლის მიმოქცევის მასტიმულირებელი ქაფინგ-თერაპია მშვიდი ძილის საშუალებას მოგცემთ, რაც აუცილებელია კარგი დასვენებისა და დაძაბულობის მოსახსნელად.
ტოქსინების გამოდევნა და წონაში დაკლება
ქილების წყალობით ლიმფის გაწმენდაც არის შესაძლებელი. სისხლის მიმოქცევის დაჩქარებით, თქვენ ბუნებრივად გამოდევნით ტოქსინებს ორგანიზმიდან, მეტაბოლიზმის დონის ამაღლებით კი ზედმეტ წონასაც მოიცილებთ.
ბრძოლა სიბერესთან
ქაფინგ-პროცედურა დაგეხმარებათ დაბერების პროცესის შენელებაში. თუ სპეციალური ქილებით მასაჟს გავიკეთებთ, შესაძლებელია კოლაგენის გამომუშავების სტიმულირება, რომელიც აუცილებელია კანის კარგი ფორმის შენარჩუნებისთვის.
დაიდოთ ქილები თუ არა - თქვენი გადასაწყვეტია. ყოველი გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრებაა საჭირო. ნებისმიერ შემთხვევაში, ქაფინგ-თერაპია ყურადღების მიქცევას იმსახურებს. საკმარისია რამდენიმე პროცედურა იმისთვის, რომ ტონუსში დარჩეთ და გქონდეთ კარგი გუნება-განწყობილება, მედიკამენტების მიღების გარეშე.