მოემზადეთ, ახლა მოგიყვებით, რისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ვაზელინი.
- ტუჩები - საუკეთესო საშუალებაა ტუჩების დასატენიანებლად. ნებისმიერ ამინდში შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, ტუჩები არც დაგისკდებათ და არც გამოგიშრებათ.
- კანი - იდეალური დამცავია კანისთვის, თმის შეღებვის დროს. მისი დახმარებით კანზე ლაქები აღარ გაგიჩნდებათ.
- წარბები - საუკეთესო ფიქსატორია დაუმორჩილებელი და ხშირი წარბებისთვის. სპეციალური ჯაგრისით გადაისვით წარბებზე და ისინი ფორმას მთელი დღე შეინარჩუნებენ.
- წამწამები - თუ გრძელ და ხშირ წამწამებზე ოცნებობთ, წაისვით ვაზელინი ძილის წინ, დაიტოვეთ მთელი ღამე და შედეგი არ დააყოვნებს.
- ქერტლი - საუკეთესო საშუალებაა ქერტლთან საბრძოლველად. დაიბანეთ თავი, ნახევარი საათის შემდეგ კი ვაზელინის მცირე რაოდენობა კანზე წაისვით. გაიმეორეთ პროცედურა რამდენჯერმე და ცოტა ხანში თმა და თავის კანი გამოგიჯანმრთელდებათ.
- დამატენიანებელი - სახის კანისთვის ვაზელინზე საუკეთესო დამატენიანებელს ვერ მიაგნებთ. თუ დასიებული თვალებით იღვიძებთ, თვალების ქვეშ ტომსიკები გაგიჩნდათ, ძილის წინ თხელ ფენად გადაისვით კანზე ვაზელინი.
- მაკიაჟი - იდეალური საშუალებაა მაკიაჟის მოსაცილებლად. ერთდროულად კანსაც გაგისუფთავებთ და თან დაგიტენიანებთ.
- თმის ძირებისთვის - თუ თმის ძირები გამომშრალი და უსიცოცხლო გაგიხდათ, სამ დღეში ერთხელ ვაზელინი შეიზილეთ.
- ტერფებისთვის - ძილის წინ ტერფებზე მცირე რაოდენობით ვაზელინი შეიზილეთ, რათა კანი არ გაგიუხეშდეთ.
- ფრჩხილები - იმისათვის, რომ მანიკიურის წასმის დროს ფრჩხილების გარშემო კანი არ დაისვაროთ, წინასწარ წაისვით ვაზელინი. ამგვარად, ზედმეტი ლაქი თითებს აღარ დაგისვრით.