კიტრს უძველესი დროიდან იყენებენ კოსმეტიკურ საშუალებად. ნიღაბი, რომლის ინგრედიენტიც კიტრია, ატენიანებს და ჭიმავს სახის კანს.
C, B1, B2, B6, B6 ვიტამინების, აგრეთვე, მინერალების - ნატრიუმის, რკინის, ფოსფორის, კალიუმის, ფტორისა და იოდის ყალობით კიტრი სახის კანს ხავერდოვნებას ანიჭებს.
ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის:
დაგჭირდებათ კიტრი და კვერცხი.
1. გათლილი კიტრი სახეხზე გახეხეთ ან დააბლენდერეთ. გადაუწურეთ ზედმეტი სითხე.
2. კიტრის მასას დაუმატეთ კვერცხის ცილა და კარგად მოურიეთ.
3. მიღებული ნარევი წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთით. ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
კიტრს აქვს დამატენიანებელი და კანის უჯრედების გამაახალგაზრდავებელი ეფექტი. იგი აგრეთვე საუკეთესოდ ებრძვის ნაოჭებს.