ქალს თავის მოვლის უამრავი საშუალება აქვს: სხვადასხვაგვარი კრემი, მუსი, ბალზამი, ნიღაბი და ა.შ. ზოგიერთი სრულიად უსარგებლოა და მოდით, გავერკვეთ, რაში ვყრით ფულს, თუ მათგან სარგებელს ვერ მივიღებთ.
1. ტუჩის სკრაბი
საუკეთესო საშუალებაა კოსმეტიკური კომპანიების გასამდიდრებლად. მის ნაცვლად შეგიძლიათ საბავშვო კრემს ან ტუჩის ბალზამს ცოტა შაქრის ფხვნილი დაუმატოთ და დაიმუშავოთ ტუჩები, ეფექტი სასიამოვნოდ გაგაოცებთ; ან მეორენაირად მოიქცეთ: ტანის სკრაბი ტუჩებისთვისაც გამოიყენოთ, შემდეგ კი ჰიგიენური პომადა ან ბალზამი წაისვათ.
2. ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი
უსარგებლო კი არა, საშიში საშუალებაა. ქერტლი კოსმეტიკური დეფექტი კი არა, დაავადებაა, რომელსაც მკურნალობა სჭირდება. ის შეიძლება გამოიწვიოს ან სოკომ, ან ნივთიერებათა ცვლის დარღვევამ. ქერტლის გაჩენისთანავე სპეციალისტს უნდა მიმართოთ, ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი კი კიდევ უფრო გაგიმძაფრებთ სიტუაციას.
3. ასაკოვანთა თმის მოვლის საშუალებები
კოსმეტიკური ბრენდების წარმომადგენლები გვიმტკიცებენ, რომ თმა ბერდება და მას მოვლა სჭირდება, ხშირად ძვირად ღირებული საშუალებებით. თუ თმამ ბზინვარება და ელასტიკურობა დაკარგა, ორგანიზმს ვიტამინები აკლია და არა თმის მოვლის საშუალებები, რომლებიც ჭაღარის გაზრდასაც არ აფერხებენ. ამიტომ რაციონი გაამრავალფეროვნეთ ვიტამინებით და ფული ქარს არ გაატანოთ.
4. ანტიცელულიტური კრემი
თუ არ ვარჯიშობთ და სწორად არ იკვებებით, არანაირი ძვირად ღირებული კრემი არ გიშველით. უმჯობესია, უარი თქვათ ნამცხვრების ჭამაზე და სპორტდარბაზში ჩაეწეროთ, ან მასაჟის კურსი ჩაიტაროთ, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ხოლო თუ კანის დატენიანება გსურთ, ლოსიონი ან ჩვეულებრივი ტანის კრემი გამოიყენეთ.
5. ბოლოჭამიების დასამარცხებელი საშუალება
ამ კოსმეტიკურ დეფექტს მხოლოდ თმის შეჭრა შველის.
6. ნიღაბი, სკრაბი და კრემი ფეხებისთვის
უმჯობესია, პემზა გამოიყენოთ ან ტანის სკრაბი, ხოლო თუ თვეში 1-2-ჯერ პედიკიურს იკეთებთ სალონში, შინ ფეხების სკრაბით დამუშავება აღარ დაგჭირდებათ. მთავარია, ტერფებზე აბაზანის შემდეგ ტანის ლოსიონი წაისვათ.
7. დეკოლტეს ზონისა და ყელის კრემი
ჩვეულებრივი სარეკლამო ფანდია, რათა ქალებმა მეტი ფული დახარჯონ. ყელსაც ისევე უნდა მოუაროთ, როგორც სახის კანს. დეკოლტეს ზონა ზაფხულში უნდა დაიცვათ მზის სხივებისგან. ამისთვის მზისგან დამცავი კრემი ან ტანის ლოსიონი გამოგადგებათ.
გამოისწორეთ ძილის, კვების რეჟიმი, ივარჯიშეთ, იარეთ სუფთა ჰაერზე ფეხით და ნუ დახარჯავთ ფულს არაფრისმომცემ, ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ საშუალებებში.