კოსმეტიკა სამზარეულოდან: 6 სუპერრეცეპტი - Marao

კოსმეტიკა სამზარეულოდან: 6 სუპერრეცეპტი

2017-10-16 11:12:59+04:00

კანისა და თმის მოვლა ჩვეულებრივი პროდუქტების მეშვეობით არის შესაძლებელი. მაგალითად, თაფლისა და მანანის ბურღულის დახმარებით.

ბანანის ნიღაბი თმისთვის

1.jpg

1 ბანანი

1 ს.კ. თაფლი

2 ს.კ. ნაღები

აურიეთ ბლენდერში, წაისვით თმაზე, გაიჩერეთ 10 წუთით და დაიბანეთ თბილი წყლით.{{ArticleSplitCont}}

ხორვატიული შამპუნი საპნის გარეშე

2.jpg

1 ს.კ. მდოგვის ფხვნილი

2 ს.კ. იოგურტი

1 კვერცხის გული

1 ჩ.კ. თაფლი

1 ჩ.კ. ნებისმიერი მცენარეული ზეთი

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და წაისვით მშრალ თმაზე. დაიფარეთ სააბაზანოს ქუდი და გაიჩერეთ 20 წუთით. დაიბანეთ მცირე რაოდენობის ძმრით.{{ArticleSplitCont}}

სახის კანის მათეთრებელი ნიღაბი

3.jpg

1 პომიდორი

2 ს.კ. რძე

2 ს.კ. ნებისმიერი ციტრუსის წვენი

მოურიეთ ბლენდერში, ბამბის დისკის მეშვეობით წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 3-5 წუთით. ამ საშუალების შენახვა არ შეიძლება, ამიტომ მოამზადეთ მოხმარებამდე ყოველ ჯერზე.{{ArticleSplitCont}}

თმის სავლები ლუდისა და ძმრისგან

4.jpg

¼ ჭიქა ლუდი

¼ ჭიქა ნატურალური ვაშლის ძმარი

მოურიეთ, წაისვით თმაზე, გაიჩერეთ 5 წუთით და დაიბანეთ თბილი წყლით.{{ArticleSplitCont}}

სახის ნიღაბი-სკრაბი

5.jpg

1 ს.კ. შაქარი

1 ს.კ. მანანის ბურღული

1 ს.კ. იოგურტი

½ ჩ.კ. ლიმონის წვენი

მოურიეთ, წაისვით სახესა და ყელზე, გაიჩერეთ 3-5 წუთით, ჩამოიბანეთ რბილი ღრუბლის მეშვეობით.{{ArticleSplitCont}}

სახის დამატენიანებელი ტონიკი

6.jpg

3 ჭიქა წყალი

ლიმონის ან ფორთოხლის კანი

მოხარშეთ ლიმონის ან ფორთოხლის კანი 15-30 წუთის განმავლობაში, დაწურეთ და გააცივეთ. გადაასხით პულველიზატორში, შეინახეთ მაცივარში. წასმის შემდეგ კანს დაბანა არ სჭირდება.