ცოტამ თუ იცის, რომ დღეს ასე პოპულარული პროცედურა - კანის პილინგი ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში არსებობდა! შუა საუკუნეებში პროგრესული ლამაზმანები ამ პროცედურისთვის ღვინოს იყენებდნენ: ღვინის მჟავა - შესანიშნავი აქტიური ინგრედიენტია, რომელიც კანიდან მკვდარ უჯრედებს აშორებს.
ასეთი პროცედურის შემდეგ კანი ბევრად ახალგაზრდული, გლუვი და სუფთაა! არანაირი უთანასწორო ზედაპირი, აქერცვლა - კოსმეტიკა კი ასეთ კანზე იდეალურად ჯდება...
დღეს გასწავლით უმარტივესი და საოცრად ეფექტური შინაური პილინგის გაკეთებას, რომელიც ეფექტით ძვირიან სალონურ პროცედურებს ჯობნის!
დაგჭირდებათ:
1 ჩ/კ სოდა
ცოტაოდენი ადუღებული წყალი
აქვე რჩევა: სოდის პილინგი არ უხდება მგრძნობიარე, თხელ და ძალიან მშრალ კანს.
მაგრამ თუკი გაქვთ ნორმელური, შერეული ტიპის ან ცხიმიანი კანი, აუცილებლად სცადეთ ეს მეთოდი!
იხილეთ ვიდეოში, როგორ უნდა ჩაიტაროთ ეს პროცედურა.
გაითვალისწინეთ, რომ მის შემდეგ აუცილებლად უნდა წაისვთ კანის დამატენიანებელი კრემი. ჩაიტარეთ პილინგი კვირაში მაქსიმუმ 1-2-ჯერ.