ასაკთან ერთად ჩვენი კანი თხელდება, შრება და ელასტიურობას კარგავს. მისი დაზიანება ადვილია და ძნელად ხორცდება.
კანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ დატენიანებას ეთერზეთები უზრუნველყოფენ ბუნებრივი ელასტიურობის დაბრუნებით.
აი, ნაოჭების საწინააღმდეგო საუკეთესო ეთერზეთების ჩამონათვალი:
ლიმონის და სხვა ციტრუსის ეთერზეთები შეიცავს ციტრალს - ძლიერ ანტიოქსიდანტსა და C ვიტამინის წყაროს.
სანდალის ზეთი სესკვინტერპენულ მინარევებს შეიცავს, რომელიც ზრდის ჰორმონის გამომუშავებას უწყობს ხელს.
.მუსკატის სალბის ზეთი ფორებს ავიწროვებს და კანს სილამაზეს სძენს.
საკმეველის ზეთი იცავს და ახალი უჯრედების ზრდას ასტიმულირებს.
სტაფილოს თესლის ზეთი ასევე უწყობს ხელს უჯრედების ზრდას.
ლავანდის ზეთი შესანიშნავად ატენიანებს კანს და სისხლის მიმოქცევას ასტიმულირებს.
ნემსიწვერას ზეთი სისხლის მიმოქცევას ასტმულირებს და ატენიანებს კანს.
პაჩულის ზეთი იცავს კანს ბაქტერიებისგან.
მირას ზეთი ანელებს კანის დაბერებას ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით.
ილანგ-ილანგის ზეთი აღადგენს კანის უჯრედებს.
ვარდის ზეთი ატენიანებს კანს და აღადგენს უჯრედების მემბრანებს.