ყოველ ჩვენთაგანს სმენია:”იძინეთ მეტი, ისეირნეთ ხშირად, დალიეთ რძე...” ყველას სმენია, მაგრამ არავის სჯერა.
აი ეს გაბედული ქალი კი ექსპერიმენტზე დათანხმდა: მას სარა ჩალმერსი ქვია, 46 წლისაა, ექსპერიმენტის დაწყებამდე სრულფასოვანი ჯანმრთელი ადამიანი იყო. თავად მიიჩნევდა ასე.
კვლევის მიზანი გახლდათ უძილობის შედეგების გამოვლენა. ექსპერიმენტის დაწყებამდე მისი სახის კანი დაასკანერეს და დაადგინეს, რომ უძილობა კანის ფორების გაფართოებასა და ანთებას იწვევს.
”ბიოლოგიურ ასაკზე უფრო ხანშიშესულად გამოვიყურები. თვალების ქვეშ შავი წრეები მაქვს. ნიკაპზე ორი მუწუკი გამომივიდა. სწრაფად ვიღლები და ვღიზიანდები. ვერ ვიტან ჩემს გამოსახულებას სარკეში”. ეს გახლავთ სარას ჩანაწერები შუა ექსპერიმენტის დროს.
ექსპერიმენტის პირველ ნაწილში ქალს დღე-ღამეში 4 საათი ეძინა 1 კვირის განმავლობაში. ამ პერიოდში ის ჯერ კიდევ ვერ გრძნობდა დაღლილობას, მაგრამ ყველაფერზე ღიზიანდებოდა.
ექსპერიმენტის მეორე ნაწილიც 1 კვირა გაგრძელდა. ეძჳნა 5-6 საათი დღე-ღამეში. შუა კვირაში ძლიერი დაღლილობა იგრძნო და ტკიბილეულობის მოთხოვნილება გაუჩნდა.
ექიმებმა მისი მდგომარეობა ასე ახსნეს: ”უძილობა კორტიზოლის დონეს ამაღლებს. ადამიანი ადვილად ღიზიანდება. ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესი ირღვევა და თქვენი მადა და წონა იცვლება”.
საბოლოო ეტაპს ძილის ჩვეული განრიგი უნდა დაეუბრუნებინა. სარას დღე-ღამეში არანაკლებ 8 საათისა ეძინა და მისი ყველა პრობლემა მოგვარდა. უკვე 1 კვირაში მისი კანი ნორმაში ჩადგა, ტკბილეულობისკენ მიდრეკილება და გაღიზიანებაც გაქრა.