ყოველი ქალი ვალდებულია იცოდეს, რაზე :მეტყველებს" საფენი და ტამპონი.
მენსტრუცია ყოველი ქალის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი პერიოდია. იგი 12-13 წლის ასაკში იწყება და დისკომფორტისა და უხერხულობის შეგრძნება მრავალი წლის მანძილზე გრძელდება.
თუმცა, მის მოსვლას ყველა ქალი ელოდება, საინტერესოა მენსტრუალური სისხლის ფერის მნიშვნელობა. ის ქალის ჯანმრთელობის ბუნებრივი ინდიკატორია.
მოწითალო-ვარდისფერი- მინიმალური სისხლის რაოდენობა. მიზეზი შეიძლება იყოს: ჰორმონალური დისბალანსი, ფეხმძიმობის ნიშანი, ან შინაგანი დარღევევა.
მკვეთრი წითელი -კარგი ნიშანია. ერთადერთი საშიში ფაქტორია, თუ ასეთი სისხლდენა 8 დღის განმავლობაში გრძელდება.
მუქი ბორდოსფერი- ნორმალური ფერია. თუ ხანგრძლივად ასეთი ფერის სისხლდენა გაქვთ, მიომაზე ჩაიტარეთ გამოკვლევა. შეფერილობას ნაცრისფერი თუ დაჰკრავს შეიძლება ნაყოფის მოშლაზე მიუთითებდეს.
წითელ-ნარინჯისფერი - ასეთი ფერის გამონადენს ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ. ის შეიძლება ვაგინალური ინფექციის მიზეზი იყოს. ყოველ შემთხვევაში, გაესინჯეთ.
ყავისფერ-შავი- ნუ შეგეშინდებათ, ეს შეიძლება წინა თვის დარჩენილი გამონადენი იყოს. ერთადერთი იმ შემთხვევაში უნდა შეშფოთდეთ, თუ ასეთი ფერის გამონადენი 2 დღეზე მეტხანს გრძელდება.
ძლიერი დენა - როგორც წესი შუა პერიოდს უკავშირდება. ყურადღება გმართებთ, თუ იგი რამდენიმე დღე გაგრძელდა.
ლაქები- მცირე გამონადენი შეიძლება ჰორმონალურ დისბალანსზე მიუთითებს. ან შეიძლება ფეხმძიმობის მანიშნებელი იყოს.
გავლილი პერიოდი- თუ მენსტრუაცია არ მოგივიდათ, სასწრაფოდ მიმართეთ გინეკოლოგს. ეს შეიძლება ან ფეხმძიმობის, ან მენოპაუზის ნიშანი იყოს. ან წონის სწრაფი კლების, ან ემოციური დაძაბულობის.
როგორც მიხვდით, ეს მეტად საჭირო სტატია აღმოჩნდა. თავადაც გმართებთ დაკვირვება და მეგობრებსაც გაუზიარეთ.