თანამედროვე ქალებმა უამრავი რჩევა იციან, თუ როგორ აირჩიონ და გამოიყენონ კოსმეტიკა. თუმცა, ყველა ეს რეკომენდაცია სასარგებლო როდია...
მითი #1: წითელი პომადა ყველას არ უხდება
სინამდვილეში: ეს ტყუილია. წითელი პომადა აბსოლუტურად ყველას უხდება - მთავარია, სწორი ტონი შეარჩიოთ.
მითი #2: ტუში მხოლოდ მაშინ უნდა გადააგდოთ, როცა გახმება
სინამდვილეში: ტუშის ვარგისიანობა 3 თვეა. ამ კოსმეტიკური საშუალებით თვალში ინფექციის შეჭრა ადვილია.
მითი #3: თუ ტუშის ფუნჯს რამდენჯერმე ჩავაწობთ ფლაკონში, კორკოშელებს მოვიცილებთ
სინამდვილეში: ტუშის ფლაკონში თუ ჰაერი ხვდება, მისი ვარგისიანობის ვადა მცირდება. უბრალოდ, ჩააწეთ ფუნჯი და დაატრიალეთ.
მითი #4: კოსმეტიკის მოცილება ძილის წინ აუცილებელი არ არის
სინამდვილეში: ძილის დროს კანი განახლდება და ტენიანდება. თუ მაკიაჟს ღამით დაიტოვებთ, ეს ინფექციას გამოიწვევს.
მითი #5: კოსმეტიკას ვარგისიანობის ვადა არ აქვს, მისი გამოყენება შეიძლება, სანამ არ გათავდება
სინამდვილეში: არა, არა და კიდევ ერთხელ არა! კოსმეტიკური საშუალებების უმეტესობას ვარგისიანობის ვადა აქვს და ეს მითითებულია შეფუთვაზე.
მითი #6: მაკიაჟის ფუნჯების გარეცხვა საჭირო არ არის, თუ მათ მხოლოდ თქვენ იყენებთ
სინამდვილეში: თქვენი ფუნჯები უამრავ ზედაპირთან და ნაწარმთან შედის კონტაქტში. რაც უფრო დიდხანს არ გარეცხავთ მათ, მით უფრო მეტი ბაქტერია დაგროვდება, რაც კანის დაავადებების გამომწვევია.
მითი #7: კოსმეტიკური საშუალებები არ ფუჭდება
სინამდვილეში: თუ კოსმეტიკას სათანადოდ არ შეინახავთ, ის უფრო ადრე გაფუჭდება, ვიდრე მისი ვარგისიანობის ვადა ამოიწურება. რეკომენდებულია მათი ბნელ და გრილ ადგილას შენახვა.
მითი #8: წყალგამძლე ტუშის გამოყენება ყოველდღიურად შეიძლება
სინამდვილეში: თუ იმის რისკი არ არის, რომ წვიმის ქვეშ მოჰყვებით, არ არის აუცილებელი, წყალგამძლე ტუში გამოიყენოთ. ასეთი ტუშის მოცილება მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე ჩვეულებრივის. შესაბამისად, წამწამები თხელდება და სუსტდება.
მითი #9: დამატენიანებელი საცხი პრაიმერს შეცვლის
სინამდვილეში: პრაიმერი, გარდა იმისა, რომ ატენიანებს, კანს ასწორებს კიდეც. გარდა ამისა, პრაიმერზე წასმული კოსმეტიკა მეტხანს ძლებს.
მითი #10: კონსილერი ტონალურის წასმამდე უნდა წაისვათ
სინამდვილეში: პირიქით, ჯერ ტონალურით, შემდეგ კი კონსილერით უნდა დაიფაროთ კანის პრობლემური ადგილები. ამგვარად, არ გამოიყენებთ საკმარისზე მეტ პროდუქტს და მაკიაჟი მსუბუქი იქნება.