თუ გსურთ, იდეალური მაკიაჟი გქონდეთ, არაა აუცილებელი, სტილისტი იყოთ. მთავარია, რამდენიმე წესი იცოდეთ, რათა გარშემო მყოფების და რაც მთავარია, მამაკაცების ყურადღება დაიმსახუროთ.
პირველი საიდუმლო: სახე მთლიანად გლუვი არ უნდა იყოს
ტოტალურად გლუვი კანი არაიდეალურად გამოიყურება. ამიტომ ერთმანეთს ფერუმარილი და ჰაილაიტერი უნდა შეუთავსოთ. ერთი მხრივ, კანის სწორ ზედაპირს მიიღებთ, მეორე მხრივ, მსუბუქი ბზინვარება სახეს გამოაცოცხლებს.
მეორე საიდუმლო: ჰაილაიტერი ვერტიკალურად წაისვით
მეორე უკიდურესობაა ბევრი ბზინვარება და ჰაილაიტერი; ჰაილაიტერი ვერტიკალურ ხაზებად უნდა წაისვათ ნაკვთების ცენტრში. დაიწყეთ შუბლის შუიდან ნიკაპის შუამდე. დღის მაკიაჟისთვის ეს სავსებით საკმარისია, მაგრამ თუ მეტი ბზინვარება გსურთ, ჰაილაიტერი ყვრიმალების შუაში და თვალის შიდა კუთხეებშიც შეგიძლიათ წაისვათ.
მესამე საიდუმლო: გამოიყენეთ ფანქარი, როგორც ჩრდილის ბაზა
თვალისთვის მაკიაჟის ძირითადი ბაზა ფანქარია. გასწავლით ყველაზე მარტივ ტექნიკას, რომელიც ყოველდღიურად გამოგადგებათ: რბილი ფანქრით გამოჰყავით თვალის კუთხეები, ზედა და ქვედა მხარეს. შემდეგ თითით ჩრდილში გადაიყვანეთ ფანქარი თვალისკენ. თვალზე, პირდაპირ ფანქარზე წაისვით ჩრდილები, იდეალური ვარიანტია, თუ სამ ფერს წაისვამთ: ღია თვალის შიდა კუთხეში, საშუალო - შუაში და მუქი - თვალის გარე კუთხეში. ფუნჯის დახმარებით ჩრდილი ერთმანეთში ისე გადაიყვანეთ, რომ მკვეთრი საზღვრები წაიშალოს.
მეოთხე საიდუმლო: მდგრადი პომადა
იმისათვის, რომ პომადამ მთელი დღე გაძლოს, იგი სწორად უნდა წაისვათ. ჯერ თხელი ფენა გადაისვით, შემდეგ მსხვილი ფუნჯით დაიპუდრეთ ტუჩები. ზემოდან პომადის კიდევ ერთი ფენა გადაისვით.
მეხუთე საიდუმლო: თვალის ჩრდილსა და პომადას ტანსაცმლის ფერის მიხედვით ნუ შეარჩევთ
თანამედროვე დიზაინერები არ გვირჩევენ ფეხსაცმლისა და ჩანთის ფერის შეხამებას. აგრეთვე არაა აუცილებელი, თუ მწვანე მაისური გაცვიათ, თვალის ჩრდილიც მწვანე გესვათ; წითელ კაბას კი - წითელი პომადა.
მეექვსე საიდუმლო: კრემისფერი ღაწვის ჩრდილი
გოგონების შეცდომა ისაა, რომ ”რუმიანის” წასმა და ფერის შერჩევა არ იციან. და რაც მთავარია, ისვამენ ძალიან ბევრს, ვარდისფერს, ყავისფერს. სინამდვილეში, უნდა წაისვათ კრემისფერი, თითის ბალიშებით. ნუ წაისვამთ სახის შუაში, ცხვირთან ახლოს.
მეშვიდე საიდუმლო: წითელი პომადა ყოველდღიურად
უნიკალური საშუალებაა მაკიაჟის გამოსაკვეთად. მასთან ერთად უნდა გამოიყენოთ ტუშიც. ქერა გოგონებმა თბილი ფერის წითელი ფერის პომადა უნდა წაისვან; მუქკანიანებმა - ღვინისფერი, ცივი ტონალობის წითელი.
მერვე საიდუმლო: კონტურინგი სქემის მიხედვით
ნუ გგონიათ, რომ კონტურინგი კიმ კარდაშიანმა მოიგონა, მას უძველესი დროიდან იყენებდნენ; მუნჯი კინოს ვიზაჟისტებიც კი. კორექტორით სახეზე დაიხატეთ ციფრი 3 - შუბლის შუიდან ნიკაპამდე.
მეცხრე საიდუმლო: კონტურინგისთვის გამოიყენეთ მშრალი სტრუქტურა
ბოლო რჩევა: მოერიდეთ მუქი ფერის კორექტორებს. მისი გამოყენება მხოლოდ პროფესიონალებმა იციან. თავად კრემისფერ კორექტორებს მიანიჭეთ უპირატესობა. თქვენი საუკეთესო დამხმარე იქნება ჩვეულებრივი მუქი ფერის პუდრა და ვიწრო ფუნჯი. ასე შეცდომას არ დაუშვებთ და ზედმეტებსაც ადვილად მოიშორებთ.