საქმე მხოლოდ არასწორად შერჩეულ ზომაში არაა.
1. ბიუსტჰალტერს ხშირად ნუ შეცვლით
გამოცვლას კი არა, შეცვლას ვგულისხმობთ. ჩვენი მკერდი ცვლილებებისკენაა მიდრეკილი. რამდენიმე წელში აღმოაჩენთ, რომ თქვენთვის ჩვეული ზომა დისკომფორტს გიქმნით. მაშ, რამდენ ხანში ერთხელ უნდა მოვიზომოთ ახალი ზომის ბიუსტჰალტერი? ექსპერტები გვირჩევენ, ექვს თვეში ერთხელ. თუ არაფერი შეცვალა, ჩვეულ მოდელს დაუბრუნდით.
2. არასწორი ტიპის ბიუსტჰალტერის ტარება
ქალები ხშირად არ აქცევენ ყურადღებას, რას ჩაიცვამენ ბიუსტჰალტერის ზემოდან და თუ შეესაბამება პირველი მეორის სტილს, ტიპსა და ფორმას. ბიუსტჰალტერი იმის მიხედვით შეარჩიეთ, რა სამოსსაც ზემოდან ჩაიცვამთ.
3. რკინებისგან თავისუფალი
არასდროს გაგისინჯავთ სხვა ბიუსტჰალტერი? თანამედროვე ბუდეები ისეა მოწყობილი, რომ რკინების გარეშეც იჭერს მკერდს. ასე რომ, ნუ გააწამებინებთ თავს მტანჯველ ტკივილს.
4. სარეცხის მანქანაში რეცხვა
ბევრმა არ იცის, რომ ბიუსტჰალტერი ხელით უნდა გაირეცხოს. თუ ვერ ახერხებთ, შეიძინეთ ბიუსტჰალტერის გასარეცხი სპეციალური ფორმა და სარეცხის მანქანას 40 გრადუსზე მეტზე ნუ დააყენებთ.
5. შენახვა
კეცავთ და ისე ინახავთ თუ საკიდზე გაქვთ ჩამოკიდებული? ბიუსტჰალტერი უჯრაში, სპეციალურ ყუთში უნდა შეინახოთ, რათა დიდი ხნით შეინარჩუნოს ფორმა.
6. იქონიეთ სხვადასხვანაირი ბიუსტჰალტერი
მაქმანიანი, სადა, სპორტული... გადახედეთ სხვა სტილებსაც. ცხოვრების სხვადასხვა მომენტში სხვადასხვანაირი ბიუსტჰალტერი უნდა გეცვათ.
7. სპორტული ბიუსტჰალტერის არასწორი გამოყენება
დიახ, მკერდს ფორმას ვერ უნარჩუნებს, თითქოს აბრტყელებს მას, მაგრამ სპორტული ბიუსტჰალტერი მკერდის იდეალურ დაცვას ვერ უზრუნველყოფს. თუ ვარჯიშობთ ან დარბიხართ, მომდგარი სპორტული ზედა უნდა ჩაიცვათ.
8. ნუ გეცმევათ დიდხანს
იდეალურ ვარიანტში, გარეცხვამდე ბიუსტჰალტერი მხოლოდ ერთხელ უნდა გეცვათ. იგი უნდა შეცვალოთ ექვს თვეში ერთხელ. სხვათა შორის, ტრუსები - ყოველ სამ თვეში ერთხელ.