იცი, რომელ ვარცხნილობას ეძებენ ყველაზე ხშირად ინტერნეტში? ბიონსეს ტალღოვან კულულებს... არ იცით, თმა როგორ შეიჭრათ ან დაიყენოთ? მაშინ აუცილებლად გაეცანით ამ სტატიას! ჩვენ წარმოგიდგენთ ვარსკვლავების ყველაზე პოპულარულ ვარცხნილობებს.
1. პოპულარული გრძელი თმა
აჭრილი ვარცხნილობა და ტალღოვანი თმა ბლეიქ ლაივლის სავიზიტო ბარათია. ასე გამოიყურებიან ხშირად მილა კუნისი და კრის ტეიგენიც. თუ შენც გრძელი თმა გაქვს, ადვილად შეგიძლია „ზღვის ტალღების“ ეფექტი შეიქმნა. ამისათვის, სველი თმა სამ ნაწილად გაიყავი: დაბლა ნაწილს ხელი არ მოჰკიდო, უმჯობესია ბუნებრივად გაშრეს. შუა ნაწილზე დამაფიქსირებელი სპრეი წაისვი და სანახევროდ ფენით გაიშრე, ზედა ნაწილი კი ფიქსატორით დაინამე და დიფუზორი გამოიყენე.
2. პოპულარული ბობი
აარჩიე რიანას დავარცხნილი ან ჯენიფერ ლოურენსის ტალღოვანი ვარცხნილობა.
იმისათვის, რომ ვარცხნილობა „ბობი“ გაიკეთო, ისე, როგორც ცნობილ მომღერალს აქვს, სპეციალური დასავარცხნი სპრეი გჭირდება, ტალღოვანის შემთხვევაში კი პროდუქტები ხვეული თმისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, რომელს გადაწყვეტ, ორივე ვარიანტში ფიქსატორები სველ თმაზე უნდა წაისვა და შემდეგ ფენით გაიშრო. პირველ შემთხვევაში ხვეულები უნდა გაისწორო, მეორეში კი დიფუზორი გამოიყენო.
3. პოპულარული წინამო
ფავორიტები - ზნდაი, ემა სტოუნი, ტეილორ სვიფტი
დაიმახსოვრე, სწორი თანაბარი წინამო - შენი ვარიანტია იმ შემთხვევაში, თუ ოვალური სახის ფორმა გაქვს. მათ, ვისაც ოდნავ მაინც მკვეთრი ნაკვთები აქვთ, წინამო არ უნდა გაიკეთონ. მეტი ვარცხნილობა beaumonde.ge-ზე