როგორ მოვიშოროთ ზამთრის ცივი დღეებისგან გამოწვეული დეპრესია - Marao

როგორ მოვიშოროთ ზამთრის ცივი დღეებისგან გამოწვეული დეპრესია

2016-10-31 16:18:49+04:00

დაიწყო ზამთრის სეზონი და შესაბამისად, ქალებმა დავიწყეთ წუწუნი იმის თაობაზე, თუ როგორ ჭიმავს და აშრობს კანს სიცივე, როგორ გადაგვივიდა რუჯი და როგორ ვიმატებთ ნელ-ნელა წონაში ჩვენდაუნებურად.
მართლაც, ეს პრობლემა ყველა ქალს აწუხებს მეტ-ნაკლებად. მე პირადად საკმაოდ მთრგუნავს და დეპრესიულ განწყობას მიქმნის ზამთრის სიცივეებით გამოწვეული ცვლილებები ჩემს ფიზიკურობაში. ამიტომ გადავწყვიტე, მომეძიებინა ტოპ-5 საშუალება, რომლებიც მსგავსი პრობლემებისგან თავის დახსნაში დაგვეხმარება და ზამთრის სიცივეშიც უზრუნველყოფს სხეულის მოყვანას ჩვეულ ფორმაში. ვინაიდან მინდოდა, ეს პროცედურები ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო, ჰოთსეილის ფასდაკლების საიტს მივაშურე, სადაც მალე აღმოვაჩინე ჩემთვის სასურველი პროცედურები, დიდი ფასდაკლებით, სილამაზის სალონ „VIP Natali“-სა და „NATALI ANTI AGE CLINIC“-ში. მაშ ასე, დავიწყოთ:

ეფექტური გასახდომი პროცედურა SPA WET TABLE. ზამთრის დუნე დღეებში მომატებული კილოგრამების დასაკლებად Natali-ს სპა-ცენტრი გთავაზობთ უნიკალურ წონის დასაკლებ პროგრამას, რომელიც დაგეხმარებათ მოცულობის შემცირებაში 6სმ-მდე სულ რაღაც ერთ პროცედურაში. პროცედურა მოიცავს: ორთქლის საუნას, არომათერაპიას, ფიტოთერაპიას, სელექტიურ ქრომოთერაპიას, ჩამონტაჟებული ხელის შხაპს. პროგრამა დაგეხმარებათ ცელულიტის, ჭარბი წონის, სუსტი იმუნიტეტის, ღრმა სტრესის პრობლემების გადაჭრაში.

პილინგის პროცედურა ქრომოთერაპიის ტახტზე. კიდევ ერთი პრობლემა, რაც ახლავს ზამთრის სეზონს, არის გამომშრალი და ვიტამინებდაკარგული კანი. Natali გთავაზობთ პილინგის პროცედურას, რომელიც თქვენს კანს ზაფხულის ბზინვარებას და სირბილეს დაუბრუნებს. შეგიძლიათ ადგილზე შეარჩიოთ პილინგის ტიპი თქვენი სურვილისამებრ. პილინგის პროცედურა სრულდება ქრომოთერაპიის ტახტზე, რომლის 4 ფერთა გამა ხსნის დაძაბულობას და დეპრესიულ მდგომარეობას.

რაც უფრო მეტი დრო გადის ზაფხულის მცხუნვარე დღეებიდან, მით მეტად მცირდება ჩვენი რუჯის ფერი და მით მეტად იმატებს ჩვენი ცუდი განწყობა ამის გამო. Natali გთავაზობთ რუჯის მიღების პროცედურას, რომელიც მოიცავს რამოდენიმე ეტაპს: მთლიანი სხეულის პილინგი - აშორებს კანს მკვდარ ქსოვილებს და ათანაბრებს ფერს. სახის ბაზა - რუჯის შეშხურებამდე ისმევა სახეზე, რომ გამოირიცხოს კანის აჭრელება და ლაქები. ოქროს კრემი - ეს არის საბოლოო ბაზა, დამატენიანებელი კრემი, რომელიც რუჯს აძლევს განსაკუთრებულ ელფერს და ასევე, ატენიანებს კანს.

კონტურული მაკიაჟი უახლესი 3D - Silk-ti ეფექტით. მათთვის, ვისაც ზამთრის ცივ დღეებში მაკიაჟის გასაკეთებლად ადრე ადგომა ეზარება, „NATALI ANTI AGE CLINIC“ გთავაზობთ პერმანენტულ მაკიაჟს უახლესი 3D - Silk-ti ეფექტით, ერთ თქვენი სურვილით შერჩეულ ზონაზე: ტუჩები, წარბები, თვალები. შედეგი ნარჩუნდება: 1-2 წლით.

ლაზერული ეპილაცია. და ბოლოს, რა თქმა უნდა, ყველა სეზონისთვის აუცილებელი ეპილაცია. Natali anti age კლინიკა გთავაზობთ ეპილაციას ალექსანდრიტის, ნეოდიმიუმის და ფოტოლაზერის აპარატით ყველა ტიპის კანისთვის.

მაშ ასე, უკვე მზად ვართ იმისთვის, რომ ცივ ზამთარშიც ლამაზად და მომხიბვლელად გამოვიყურებოდეთ. თან ჰოთსეილზე გაკეთებული ფასდაკლების წყალობით ფულის დაზოგვაც მოვახერხეთ. ახლა თამამად შეგვიძლია მეგობრებთან ერთად წავიდეთ სადმე და ჭიქა ყავის დალევის პარალელურად, ჩვენი მოვლილი სხეულის საიდუმლო მათაც გავუზიაროთ.