ამ პატარა საიდუმლოებს, რომელთაც ვიზაჟისტები იყენებენ, შეუძლია კარდინალურად შეცვალოს თქვენი ყოველდღიური რუტინა მაიკიაჟთან დაკავშირებით. მთავარია, ძალიან, ძალიან სწრაფად გააკეთოთ ეს. წაიკითხეთ და ისწავლეთ!
1. წაისვით რუჟი ("რუმიანა")... ქუთუთოებზე!
თუ სახის სწრაფად გადახალისება გსურთ, ამასთან, საშუალებების მინიმუმით, ეს საიდუმლო თქვენთვისაა! როდესაც ხელთ მხოლოდ რუჟი და ტუში გაქვს - ეს ის არის, რაც გჭირდებათ. როდესაც ლოყებზე ატმისფერ ან ვარდისფერ რუჟს ისვამთ, ნუ დაივიწყებთ ქუთუთოებსაც - წაისვით ფუნჯით ცოტაოდენი რუჟი - მზერა მომენტალურად დასვენებული და ნათელი გახდება და არავითარი ჩრდილები საჭირო აღარ არის.
2. დაარბილეთ ფანქარი სანთებელას მეშვეობით
ეს სწრაფი ლაიფჰაკი პროფესიონალი ვიზაჟისტებისგან გამოგადგებათ მიუხედავად იმისა, თუ როგორ შავ ფანქარს იყენებთ. სანამ თვალების შეღებვას შეუდგებით, დაიჭირეთ გრიფელი ღია ცეცხლქვეშ რამდენიმე წამით - ამის შემდეგ ფანქარი დარბილდება და მაქსიმალურად ლამაზად შეიღებავთ თვალებს.
3. სპონჟი + ზეთი
თუ მშრალი კანი გაქვთ, ტონალური საცხის წასმა ცოტათი პრობლემატურია. ამიტომ ფუნჯის ნაცვლად გამოიყენეთ სპონჟი. გამოყენების წინ გაავლეთ სახის სპეციალურ ზეთში (ქოქოსის ზეთიც გამოდგება). ზეთიანი სპონჟი დაგეხმარებათ უზადოდ წაისვათ სახეზე ტონალური საცხი.
4. წაისვით კონსილერი ცხვირის ნესტოებსა და შუბლზე, თვალებს შორის მონაკვეთზე
როდესაც კორექტორით თვალების ირგვლივ სიშავეს ინიღბავთ, ნუ დაივიწყებთ ამ ორ ადგილსაც. კანი აქ ფერით განსხვავდება, ეს პატარა ლაიფჰაკი კი დაგეხმარებათ მაკიაჟის გაუმჯობესებაში.
5. თმის ლაქი წარბის ცვილის ნაცვლად
სპეციალური გელის ან ცვილის შეძენა. უბრალოდ, შეასხურეთ ფუნჯს თმის ლაქი და მოუსვით წარბებზე, სანამ საშუალება არ გაშრება.