ცნობილია, რომ მდოგვის ფხვნილი თმას ზრდაში ეხმარება. გარდა ამისა, მოგაშორებთ ზედმეტ ცხიმს, გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას, დაგირეგულირებთ ცხიმოვანი უჯრედების მუშაობას.
თუმცა, მის გამოყენებას ცოდნა უნდა, რომ თავის კანი არ გამოიშროთ და თმა მტვრევადი არ გაგიხდეთ. მდოგვის ფხვნილს აუცილებლად დაამატეთ ზეითუნის ან ნუშის ზეთი, კვერცხის გული და კეფირი.
თმის ნიღბის რეცეპტი მდოგვით
დაგჭირდებათ: 2 სადილის კოვზი მდოგვი;
2 ს/კ ცხელი წყალი;
1 კვერცხის გული;
2 ს/კ ზეითუნის ზეთი;
2 ს/კ შაქარი.
მომზადება:
ინგრედიენტები ერთმანეთში გადაურიეთ, ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ. თუ კვერცხის გულის სუნი არ გსიამოვნებთ, შეგიძლიათ არ დაუმატოთ და იგი თაფლით ჩაანაცვლოთ.
გამოყენება:
თმა დაივარცხნეთ, მიღებული ნიღაბი მთელ თავზე წაისვით. თავსა და თმის ძირებზე. მოერიდეთ მის თმის ბოლოებზე მოხვედრას. ჩამოიფარეთ პოლიეთილენის ქუდი, ან პირსახოცი მოიხვიეთ თავზე.
ნიღაბი გაიჩერეთ 15 წუთიდან ერთ საათამდე. პირველ ჯერზე ნიღაბი 15 წუთი მაინც გაიჩერეთ (რომ გეგონოთ, თითქოს თავზე ცეცხლი გიკიდიათ, მაინც). შემდეგ გაზარდეთ დრო და ეფექტსაც მალევე დაინახავთ.
თმის ბოლოებზე შეგიძლიათ ზეთი წაისვათ, რათა გამოშრობისგან დაიცვათ ისინი. მდოგვის ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ, თუ ძალიან ცხიმიანი თმა გაქვთ, კვირაში ორჯერ. მკურნალობის კურსია 1 თვე.
ნიღბის გამოყენების შედეგად თმა სწრაფად დაიწყებს ზრდას, გახდება აბრეშუმივით ბზინვარე, სწრაფად არ გაცხიმიანდება და გასქელდება მისი მოცულობა.