კბილებზე მინერალური ნადები ცნობილია, როგორც კბილების ქვა.
გადის დრო, მათი რაოდენობა კი იზრდება და თუ დროულად არ მიხედავთ, ამან შესაძლოა, პერიდონტიტი გამოიწვიოს.
რა თქმა უნდა, კბილის ნადების მოცილების საუკეთესო საშუალება - სტომატოლოგთან ვიზიტია, მაგრამ არის საშუალება, რომლის დახმარებითაც შინაურ პირობებში შეძლებთ ამას:
საჭირო მასალა:
სოდა
კბილის ჯაგრისი
წყალბადის პეროქსიდი
მარილი
წყალი
ჯამი
პირის ღრუში გამოსავლები ანტისეპტიკი
ნაბიჯი 1:
შეურიეთ 1 ს.კ. სოდა და ½ ჩ.კ. მარილი ჯამში. დაასველეთ კბილის ჯაგრისი თბილ წყალში და ამოავლეთ ნარევში. გაიხეხეთ კბილები 5 წუთის განმავლობაში.
ნაბიჯი 2:
შეურიეთ1 ჭიქა წყალბადის პეროქსიდი 1/2 ჭიქა თბილ წყალს და გამოივლეთ პირის ღრუში 1 წუთის განმავლობაში. შემდეგ გამოივლეთ ცივი წყალი.
ნაბიჯი 3:
გამოივლეთ პირის ღრუში ანტისეპტიკი. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველ მეორე დღეს.