დეკორატიული კოსმეტიკისა და ვარცხნილობის საშუალებების ხშირი გამოყენება თმისა და წამწამების მდგომარეობას აუარესებს. ასევე, თუ ერთხელ ძლიერ ამოიქნით წარბებს, შემდეგ უკვე რთულია უწინდებური ფორმის დაბრუნება, რადგან ძველ ადგილას თმა აღარ ამოდის.
გთავაზობთ მარტივ რეცეპტს, რომლის დახმარებითაც შეძლებთ თმის გასქელებას და ხელს შეუწყობს მის სწრაფად ზრდის პროცესს.
ინგრედიენტები
• 20 მლ აბუსალათინის ზეთი (ხელს უწყობს თმის ზრდას)
• 15 მლ ავოკადოს ზეთი (კვებავს თმის ძირებს)
• 5 მლ ქოქოსის კარაქი (არბილებს და ბზინვარებას ანიჭებს თმას)
მომზადება
დადგით ქოქოსის კარაქი წყლის აბაზანაზე. გამდნარ კარაქს დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და მოურიეთ.
გამოყენება
წაისვით მიღებული მასა წამწამებზე ძილის წინ ტუშის ძველი (კარგად გარეცხილი) ფუნჯის მეშვეობით.
სქელი წარბების გასაზრდელად, წაისვით წარბების მიდამოებში.
თავის დაბანამდე, თმაზე წაისვით ეს საშუალება და გაიჩერეთ 20-30 წუთით. დაბანის შემდეგ თმა ბზინვარებასა და ელასტიკურობას შეიძენს.
თმის სწრაფად ზრდისთვის კვირაში 1-2-ჯერ შეიზილეთ თავის კანში მასა 40 წუთით, შეიხვიეთ თავი პირსახოცით.
ამ საშუალების გამოყენება მამაკაცებსაც შეუძლიათ გამელოტების წინააღმდეგ, ან წაისვან წვერზე, რათა იგი უფრო სქელი, რბილი და ბზინვარე გახდეს.