ჭარბი წონა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა, რაც უამრავ ადამიანს აწუხებს. ამერიკულმა კომპანია BTL-მა, რომელიც არის მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო და ესთეტიკური აპარატურის მწარმოებელი კომპანია, შექმნა რევოლუციური აპარატი VANQUISH, რომელსაც გასაოცარი შედეგები აქვს მთელ მსოფლიოში და უკვე საქართველოშიც.
VANQUISH წონაში კლების აპარატით სარგებლობა უკვე შესაძლებელია საქართველოშიც. ესთეტიკური ცენტრი Slim & Silk პაციენტებს სთავაზობს VANQUISH-ის სრულ კურსს.
Slim & Silk 2015 წლის აგვისტოდან ფუნქციონირებს და მომხმარებელს ესთეტიკური სერვისების ფართო არჩევანს სთავაზობს. გასახდომი და ანტიცელულიტური აპარატურული პროცედურების გარდა, აქ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სხვადასხვა მომსახურება: დიოდური ეპილაცია, კოსმეტოლოგია, მასაჟი, სალონური მომსახურება – თმის მოვლის ყველა პროცედურა, მანიკიურ/პედიკიური, პერმანენტული მაკიაჟი, ვიზაჟი და სხვ.
ამ ერთი წლის განმავლობაში Slim & Silk-ში VANQUISH-ის კურსი ათეულობით ადამიანმა ჩაიტარა და შედეგები შთამბეჭდავია. უფრო დეტალურად ამ უნიკალური აპარატის შესახებ გვესაუბრება ესთეტიკური ცენტრ Slim & Silk-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის უფროსი სპეციალისტი თეონა შავშიშვილი.
- რა არის VANQUISH აპარატი და რატომ არის ის პოპულარული დღეს მსოფლიოში?
- VANQUISH არის წონაში კლების რევოლუციური აპარატი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ლიპოსაქციის არაინვაზიური ალტერნატივა. ანუ VANQUISH-ს აქვს ლიპოსაქციის იდენტური ეფექტი, გათავისუფლებთ ცხიმებისგან, თუმცა თქვენ ამისათვის არ საჭიროებთ ქირურგიულ ჩარევას.
- როგორია VANQUISH-ის მუშაობის პრინციპი?
- VANQUISH სისტემა იყენებს ელექტრომაგნიტურ ენერგიას ცხიმების დასაწვავად. ელექტრომაგნიტური ენერგია ახდენს ცხიმოვანი უჯრედების გაცხელებას, რის შედეგადაც პროცედურიდან რამოდენიმე დღის განმავლობაში ცხიმოვანი ქსოვილიდან ხდება ცხიმოვანი მჟავების მობილიზება ენერგიის მისაღებად, ანუ უჯრედი ზომაში მცირდება მის შიგნით გააქტიურებული ნივთიერებათა ცვლის ხარჯზე. ელექტრომაგნიტური ტალღის სპექტრი შერჩეულია ისე, რომ ზემოქმედებს მხოლოდ კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილზე და არ ვრცელდება ქვეშ მდებარე შინაგან ორგანოებზე. გამომდინარე აქედან, VANQUISH პროცედურა 100%-ით უსაფრთხოა და ამავე დროს, არის სრულიად უმტკივნეულოც.
პროცედურა არის უკონტაქტო, ანუ აპარატი საერთოდ არ ეხება ადამიანს სხეულს და პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტს შეუძლია დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
- სხეულის რა ზონებზე არის ეფექტური VANQUISH აპარატი?
- VANQUISH განსაკუთრებით კარგად წვავს ცხიმებს მუცელსა და ბარძაყებზე, სხეულის სწორედ იმ ადგილებზე, სადაც ცხიმის ფენის კორექცია ყველაზე მეტად აქტუალურია.
- რამდენ პროცედურას მოიცავს VANQUISH-ის კურსი და რა პერიოდი გრძელდება ის?
- VANQUISH კურსი მოიცავს 6 პროცედურას და ტარდება 1 ან 2-კვირიანი შუალედებით, ანუ კურსი გრძელდება 6-12 კვირის განმავლობაში.
– არის თუ არა საჭირო წინასწარ განსაკუთრებული მომზადება პროცედურისთვის?
- მანამ, სანამ პაციენტი დაიწყებს VANQUISH-ის კურსს, მას უტარდება წინასწარი კონსულტაცია და მხოლოდ კონსულტაციის ეტაპის გავლის შემდეგ იწყებს პაციენტი VANQUISH-ის კურსს.
ერთადერთი აუცილებელი მოთხოვნა კურსის პერიოდში არის დღეში 2-3 ლიტრი წყლის მიღება.
https://www.facebook.com/slimandsilk/
R