მაკიაჟი საოცრებებს ახდენს - მას არა მხოლოდ ვიზუალის და სტილის შეცვლა შეუძლია, არამედ შესწევს ძალა, წლები მოგაკლოს და ბევრად ახალგაზრდა გამოგაჩინოს.
წარმოგიდგენთ მაკიაჟის ხრიკებს, რომლებიც დაგეხმარება, 5-10 წლით პატარა გამოჩნდე.
1) ვარდისფერი ტონალობის ტონალური კრემი
ტონალური კრემების უმრავლესობას ხორბლისფერი ან ყავისფერი ტონი დაკრავს, მაგრამ თუ გინდა, სახე უფრო ახალგაზრდულად გამოგიჩნდეს, ვარდისფერი ტონალობა შეარჩიე. რა თქმა უნდა, ისიც კანის ფერის მიხედვით უნდა შეარჩიო, რომ ბუნებრივად დაჯდეს, მაგრამ თუ ოდნავ ვარდისფერი პიგმენტი დაგეტყობა, უკეთესია.
2) ფართო წარბები
ეს უკვე ყველასთვის ცნობილი აქსიომაა. თხელი წარბი ასაკს მატებს, ფართო კი პირიქით - აკლებს. თუ ბუნებრივად სქელი წარბი არ გაქვს, შეგიძლია მოცულობა მაკიაჟით გაზარდო.
3) ატმისფერი ფერუმარილი
„რუმიანა“ - საოცარი საშუალებაა, რომელსაც შეუძლია 10 წელი წამებში მოგიმატოს ან ბევრად უფრო ახალგაზრდა იერი შეგმატოს, ვიდრე ხარ რეალურად. მისი არჩევისას, უარი თქვი წითელ ტონებზე, უპირატესობა ატმისფერ ან ნაზ ვარდისფერს მიანიჭე და მხოლოდ ყვრიმალებზე წაისვი.
4) გააკეთე აქცენტი წამწამებზე
წლების მატებასთან ერთად, წამწამები ისეთი გრძელი და ხშირი აღარაა, როგორიც იყო. ეს კი აუცილებელია ახალგაზრდული იერის შესაქმნელად. ტუშის შერჩევისას, მიაქციე ყურადღება, რომ ის ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აკეთებდეს თავის საქმეს და ხარისხიანად აგიპრიხოს წამწამები. იხილეთ სრულად beaumonde.ge-ზე