როგორც გამოიყურები, ისე გრძნობ თავს. როგორც თავს გრძნობ, ისე იქცევი.
ადამიანის ქცევაზე კი მისი პირადი თუ კარიერული წარმატებაა დამოკიდებული.
სწორედ ამიტომ Hotsale მომხმარებელს სულ უფრო მეტ და დახვეწილ შეთავაზებას უკეთებს, რომლებიც ადამიანებს გარეგნობის გაუმჯობესებაში ეხმარება. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია პროექტს ”გარდასახვა”. პროექტის ფარგლებში მარიამს სახის ინექციური კორექცია უფასოდ გაუკეთდა. ”გარდასახვის” პარტნიორია კომპანია Solo Per Te.
Hotsale -მა და Solo Per Te-მ გააკეთეს ერთობლივი პროექტი, რომელიც გოგონების გარდასახვას გულისხმობდა. “გარდასახვის” ფარგლებში ფილერებით მოხდა ცხვირის კორექცია, ტუჩის აუგმენტაცია და ღაწვების კორექცია. პროექტი ერთი თვით ადრე დაანონსდა და ყოვედღიურად მონაწილეობის მსურველების 150-მდე მეილი მომდიოდა. ჩვენთვის მოულოდნელი და ძალიან სასიხარული იყო ასეთი მასშტაბური გამოხმაურება, რადგან ქართველებს ინექციური ჩარევის ეშინიათ ხოლმე. ასეთი გამოხმაურება კი ალბათ იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ ძალიან საიმედი პარტნიორი შევარჩიეთ. Solo Per Te-ში მაღალკვალიფიციური ექიმები მუშობენ, რომლებიც უმაღლესი ხარისხის მასალებს იყენებენ,” - განმარტავს Hotsale -ის მარკეტინგის მენჯერი ქეთი მაჭავარიანი.
კონკურსის შედეგად ერთი გოგონა შეირჩა. მარიამს Solo Per Te-ში პირველი კონსულტაციის შემდეგ დაუდგინდა, რომ ცხვირის აწევა და კეხის გასწორება, ღაწვებისთვის მოცულობის მიცემა და ზედა ტუჩის გაზრდა სჭირდებოდა. ეს ყველაფერი მარიამს უფასოდ გაუკეთდა. უმტკივნეულო პროცედურის ხანგრძლივობა 40 წუთი იყო. სახის ნაკვთების ფორმაცია კი 2 წელი შენარჩუნდება.
”ბავშვობიდან მინდოდა ცხვირის ფორმის შეცვლა, მაგრამ პლასტიკური ქირურგიის მეშინოდა. თან იმის რისკიც იყო, რომ შეიძლება ისეთი შედეგი არ მიმეღო, როგორიც მინდოდა. ამ პროექტის შესახებ გავიგე თუ არა, გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო მასში. ძალიან ბედნიერი ვიყავი, მე რომ ამარჩიეს. Solo Per Te-ში პირველივე კონსულტაციის შემდეგ კი სრულიად მომეხსნა ნერვიულობა და დაძაბულობა. კლინიკაში საუკეთესო გუნდი მუშაობს და დიდ მადლობას ვუხდი პროფესიონალიზმისთვის. მათ მიმართ ასეთი ნდობა რომ არ მქონოდა, შეიძლება ამ ნაბიჯის გადადგმა გამჭირვებოდა”, - ამბობს მარიამი.
Hotsale -ისა და Solo Per Te-ს პროექტი ”გარდასახვა” უნიკალურია ქართულ ბაზარზე, რადგან მის ფარგლებში ხდება მონაწილის სახის ნაკვთების დამუშავება. მსგავ პროექტებში, რომლებიც საქართველოში განხორციელებულა, გარდასახვა თმის და ფრჩხილის პროცედურებითა დ მაკიაჟის საშუალებით ხდება ხოლმე. ეს კი იყო რევოლუციური გარდასახვა.
მოთხოვნიდან გამომდინარე, Hotsale პროექტის გაგრძელებაზეც ფიქრობს.
”გოგონებო, ჩვენს Facebook გვერდს ყოველთვის ადევნეთ თვალი, რომ ინფორმირებულნი იყოთ და არ გამოგრჩეთ ჩვენი შეთავაზებები, მათ შორის კი, უფასო აქცია ”გარდასახვა” - ამბობს ქეთი მაჭავარიანი.