იდეალური საჩუქარი ქალისთვის: სილამაზე შეიძლება იყოს მუდმივი
იდეალური საჩუქარი ქალისთვის: სილამაზე შეიძლება იყოს მუდმივი
მე ქალი ვარ!
ეს კი იმას ნიშნავს, რომ დილით ყველაზე ადრე ვდგები, რომ საუზმე გავამზადო, შვილები სკოლაში გავისტუმრო, ქმარი - სამსახურში, მერე მაქსიმალურად სწრაფად მოვემზადო და სამსახურში გავიქცე. არადა, დილის ძილს არაფერი მირჩევნია...
ზამთარში, თბილი ლოგინიდან გამოძრომაზე მეტად რაც მეჯავრება, სახეზე ცივი ტონალურის წასმაა. ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს ვიღაცამ ჩრდილოეთ პოლუსზე გადამსვა. ასევე, სასტიკად მძულს ნაჩქარევად გაკეთებული მაკიაჟის მთელი დღის მანძილზე კონტროლი. წარამარა სარკეში რომ უნდა ჩაიხედო, პომადა ხომ არ წაგეშალა, ან თვალის ფანქარი ხომ არ გაგეთხაპნა. ტუში ხომ არ ჩამოგივიდა და ა.შ... ასეთი ყოველდღიური დაძაბულობისგან ძალიან ვიღლები. რამდენჯერ მინატრია, კაცად დავბადებულიყავი... ხომ მომეხსნებოდა მილიონი პრობლემა?!..

ისე, მამაკაცებს რომ ჰკითხო, „ქალური ბედნიერება“ რა არისო, გეტყვიან, რომ ეს არის მდგომარეობა, როდესაც ქალს გვერდით ჰყავს მოსიყვარულე ქმარი და შვილები. მათი აზრით, ეს მოცემულობა სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ქალმა თავი ბედნიერად იგრძნოს. ნურას უკაცრავად... რა თქმა უნდა, ქმარ-შვილი კარგია, მაგრამ ბედნიერებისთვის ქალს კიდევ ბევრი რამ სჭირდება...

მაგალითად, ბედნიერების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი - სილამაზეა! - დიახაც, ყველა ქალის ოცნებაა, მუდამ ლამაზად გამოიყურებოდეს. იქნება ეს დილა, შუადღე, საღამო თუ ღამე. იმიტომ, რომ ყოველმა ქალმა შესანიშნავად იცის, რომ თუ უნდა, წარმატებული იყოს, აუცილებლად უნდა იზრუნოს საკუთარ გარეგნობაზე.
ამიტომაც გახდა ასეთი პოპულარული პერმანენტული მაკიაჟი, რომელიც საშუალებას გაძლევს, შეისწორო და გაილამაზო თვალების, წარბისა და ტუჩის ფორმა. სამწუხაროდ, პომადის ხშირი გამოყენება ტუჩებს აუფერულებს. როგორც ჩანს, ჩემმა ქმარმაც შეამჩნია, რომ ჩემმა ტუჩებმა და ღიმილმა მონა-ლიზას იდუმალება დაკარგა და ამ ფაქტმა ისიც შეაფიქრიანა. თანაც, ბოლო პერიოდში, რამდენჯერმე დამინახა, როცა პერმანენტულ მაკიაჟს „ვგუგლავდი“ კომპიუტერში და საახალწლოდ წარმოუდგენელი საჩუქარი გამიკეთა...
მიხვდით, ალბათ... ქმარმა მაჩუქა ის, რაც ყველა ქალის ოცნებაა - ხანგრძლივი
You must have Flash Player installed in order to see this player.
მაკიაჟი! ანუ ტატუაჟის პროცედურა დამიფინანსა.

ახლა ისე გამოვიყურები, თითქოს პირადი ვიზაჟისტი მყავს, რომლის მომსახურებით ყოველდღიურად ვსარგებლობ. მინდა გითხრათ, სერიოზული პრობლემა მომეხსნა. თან, ნერვებიც დამიწყნარდა და უფრო თავდაჯერებულიც გავხდი.

ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, თუ ტატუაჟის გაკეთებას გადაწყვეტთ, სპეციალისტის სწორად შერჩევაა, რადგან პერმანენტული მაკიაჟი ძალიან დელიკატური სამუშაოა. ყველაზე რთული - მისი სწორად შეყვანის ტექნიკაა. ხაზები იდეალური უნდა იყოს და ზუსტად იქნას გათვლილი პიგმენტის შეყვანის სიღრმე. უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ჰიგიენა და სტერილიზაციის პირობები. სწორედ ამიტომ, ის აუცილებლად კვალიფიციურმა და გამოცდილმა სპეციალისტმა უნდა გააკეთოს. მე ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი გარეგნობა ნამდვილ პროფესიონალს მივანდე. ირინა სააკაშვილი პროფესიით ექიმია და პერმანენტული მაკიაჟის ასოციაციის წარმომადგენელია საქართველოში.

პროცედურამ ისე ჩაიარა, ვერაფერი ვიგრძენი. ჩემმა ტუჩებმა ლამაზი ფორმა მიიღო და მოცულობაც მოემატა. გამოიკვეთა წარბის და თვალის ფორმები.

რაც ყველაზე მთავარია, პერმანენტულ მაკიაჟს ვერ გაარჩევთ ბუნებრიობისგან...

ახლა, 2-3 წელი დასვენებული და რაც მთავარია - ლამაზი ვიქნები, დღის ნებისმიერ მონაკვეთში...

კომენტარები (1)
ნინო
სულ მაინტერესებდა ამაზე ინფორმაცია. მადლობა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
9 ხრიკი, რომლის მეშვეობითაც თავის ყოველდღე დაბანა არ დაგჭირდებათ
15:04 / 23-03-2017
გადავწყვიტეთ, თავი მოვუყაროთ რჩევებს, რომლებიც საშუალებას იძლევა, უფრო იშვიათად დავიბანოთ თავი და ამასთან, შესანიშნავად გამოვიყურებოდეთ.
hotsale.ge-ს გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის beauty-ექსპერიმენტი: წონაში კლების უახლესი და ყველაზე ეფექტური მეთოდით
15:05 / 20-03-2017
ამბობენ, რომ არაფერია მსოფლიოში იმაზე გემრიელი, ვიდრე - იყო გამხდარი! მეც გადავწყვიტე, საკუთარი თავი ამ „გემრიელი კერძით“ გავახარო.
მონუსხვის 10 გაკვეთილი ფრანგი ქალებისგან
13:36 / 20-03-2017
ფრანგი ქალები მოხდენილები არიან დიეტების გარეშე, თავდაჯერებულები და მიმზიდველები - ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ისინი არჩევენ ხარისხს და არა რაოდენობას.
9 beauty შეცდომა, რომელსაც მამაკაცი არ გპატიობთ
17:00 / 18-03-2017
პარფიუმის სიჭარბერატომ უნდა დაისხათ მთელი ფლაკონი სუნამო თავზე?
როგორი სავარცხელი უნდა იხმაროთ თმის ტიპის მიხედვით
15:05 / 17-03-2017
მრგვალი - გასასწორებლად, ფართო - მოცულობისთვის, იშვიათი კბილებით - თხელი თმისთვის, სწორია? - სულაც არა!
იდეალური წარბი 3 წუთში: უბრალოდ, მიჰყევი ინფოგრაფიკით წარმოდგენილ ინსტრუქციას!
12:47 / 17-03-2017
სად ამოვიქნათ, სად ხელი არ ვახლოთ, როგორი ფორმა მივცეთ წარბს? შესანიშნავი მოკლე და უნივერსალური ინსტრუქცია იდეალური წარბის გასაკეთებლად სახლის პირობებში!
დეზოდორანტის გამოყენების 14 უცნაური მეთოდი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ!
15:18 / 16-03-2017
დეზოდორანტს ყველა იყენებს, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ მას სხვა დანიშნულებებიც აქვს, გარდა ანტიპერსპერანტული ფუნქციისა!
სილამაზის 5 „წესი“, რომელსაც თვალდახუჭული არ უნდა ენდოთ!
14:43 / 15-03-2017
კოსმეტიკის მწარმოებლები რეკლამისთვის იყენებენ მტკიცებულებებს, რომლებიც ხშირად სიმართლეს არ შეესაბამება. აი, მაგალითად, რამდენიმე გავრცელებული მითი და რეალობა თავის მოვლასთან დაკავშირებით:
შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავია! პარაცეტამოლის არასტანდარტულად გამოყენების 4 მეთოდი
14:28 / 15-03-2017
პარაცეტამოლი თურმე არა მხოლოდ სიცხის დამწევი და ტკივილის მომხსნელი საშუალებაა... ის სილამაზისთვის და სხვა დანიშნულებითაც საკმაოდ ეფექტურად გამოიყენება. ერთი სიტყვით, ეს პრეპარატი აგაცილებთ თავის ტკივილს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
beauty ლაიფჰაკები, რომლებიც ყველა გოგომ უნდა იცოდეს (გიფები)
11:08 / 14-03-2017
სილამაზე კი არ გადაარჩენს მსოფლიოს, არამედ ჭკვიანი და მოსაზრებული ქალი! იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდნენ, ქალებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი