საკვების სასარგებლო ნივთიერებებს ორგანიზმი გაცილებით უკეთ ითვისებს, ვიდრე ვიტამინების ნებისმიერ დანამატს.
ამიტომ დაიმახსოვრეთ: თუ გსურთ, საკუთარი თავი და ახლობლები ვირუსებისგან დაიცვათ, დაიწყეთ სწორი კვებით. ჩაინიშნეთ სასარგებლო პროდუქტების ჩამონათვალი იმუნიტეტის ასამაღლებლად.
1. იოგურტი
უამრავი კვლევის თანახმად, პროდუქტები, რომლებიც პრობიოტიკებით არის მდიდარი, ხელს უწყობს ნაწლავური ფლორის ნორმალიზებას და შესაბამისად, ამყარებს იმუნიტეტს. თუკი ავად გახდით, ნატურალური იოგურტებისა და კეფირის მიღება ავადმყოფობას 2-3 დღით შეამცირებს.
2. ნიორი
მდიდარია ალიცინით. ამ ნივთიერებას უძლიერესი ანტიმიკრობული მოქმედება გააჩნია. გაითვალისწინეთ: ალიცინი წარმოიშობა ნივრის დაქუცმაცებისას და სწრაფად იღუპება გათბობისას. მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, დაამატეთ მზა კერძს ახლად დაჭრილი ნიორი.
3. ჯანჯაფილი
მისი სასარგებლო თვისებები უძველესი დროიდან არის ცნობილი. თანამედროვე მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჯანჯაფილი შეიცავს A, C, B ვიტამინებს, მაგნიუმს, კალციუმს, ფოსფორს, რკინას, კალიუმს. ჯანჯაფილის ძირი იმუნურ სისტემას ასტიმულირებს, ასევე, ააქტიურებს მეტაბოლიზმს.
4. ბროკოლი
შეიცავს დიდი ოდენობით სულფორაფონს - ეს გახლავთ ორგანული მინარევი, რომელსაც მძლავრი ანტიბაქტერიალური ეფექტი გააჩნია.
5. ვაშლი
ვაშლის ყველაზე სასარგებლო თვისება გახლავთ ხსნადი უჯრედისის შემცველობა, რომელიც შესანიშნავი საკვებია სასარგებლო ბაქტერიებისთვის, რომლებიც ნაწლავებში ბუდობენ. ნაწლავების ჯანსაღი მიკროფლორა კი მყარი იმუნიტეტის საწინდარია.
6. თაფლი
რა თქმა უნდა, შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, რომლებიც ამყარებენ ორგანიზმის დამცავ ძალებს. მაგრამ მას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება გააჩნია: თაფლი ეხმარება სტრესებთან გამკლავებასა და დამშვიდებაში. რაც ნაკლებს ვნერვიულობთ, მით უფრო მყარია იმუნიტეტი. ცივ ამინდებში მიირთვით დღეში თითო სუფრის კოვზი თაფლი, ეფექტის გასაძლიერებლად დაამატეთ თხილი.