თუ თვალის უპეები გიშავდებათ, ეს ნიღაბი თქვენთვისაა. ის კურკუმისგან მზადდება.
კურკუმა აახალგაზრდავებს კანს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. თუ ნიღაბის მოშორების შემდეგ კანი გაგიწითლდათ, ნუ შეგეშინდებათ, გაგივლით და შედეგი გასაოცარი იქნება.
დაგჭირდებათ: 0,5 სადილის კოვზი კურკუმა;
1 ს/კ სოდა;
რამდენიმე ლიმონის წვენი.
ინგრედიენტებისგან ფაფისმაგვარი მასა მოამზადეთ. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, ლიმონის წვენი ტონიკით ან წყლით ჩაანაცვლეთ. წაისვით ნიღაბი და 15 წუთი გაიჩერეთ.
ჩამოიბანეთ გრილი წყლით, წაისვით მკვებავი კრემი.
საკმარისია, ნიღაბი სამ დღეში ერთხელ გაიკეთოთ, რომ თვალის ქვეშ "ტომრები" და მცირე ნაოჭები გაგიქრებათ, კანი გაგითეთრედებათ.
სცადეთ თავად და გაუზიარეთ მეგობრებსაც.