ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა თმის ცვენა და მტვრევადი ფრჩხილები, ხშირად ქალბატონები ცდილობენ გაუმკლავდნენ ნიღბებით, ზეთებით, აფთიაქის ლოსიონებითა და შრატებით. მაგრამ ამას მხოლოდ მოკლევადიანი კოსმეტიკური ეფექტი აქვს.
თირკმელზედა ჯირკვლის ჯანმრთელობას შეუძლია ზემოქმედება იქონიოს ჩამოთვლილ პრობლემებზე და უძილობაზეც კი. ეს ჯირკვლები პასუხისმგებელია რამდენიმე ჰორმონზე, მაგალითად, ადრენალინსა და სტეროიდებზე.
გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც თირკმელზედა ჯირკვლის მუშაობას არეგულირებს. დოზები შეგიძლიათ გემოვნების მიხედვით შეარჩიოთ.
თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალება
ინგრედიენტები
• ნატურალური თაფლი
• ხმელი ოხრახუში
• ნედლი ოხრახუში
• ნიგოზი
• ქიშმიში
• დაფქული ჯანჯაფილი
მომზადება
დააბლენდერეთ ხმელი და ნედლი ოხრახუში და ნიგოზი.
დაამატეთ ქიშმიში, ჯანჯაფილი და თაფლი.
კარგად მოურიეთ ინგრედიენტები და შეინახეთ მაცივარში.
მიიღეთ უზმოზე 2 კოვზი, საუზმემდე 15 წუთით ადრე, კვირაში 2-3-ჯერ.
ამგვარად, თირკმელზედა ჯირკვალს იმპულსს მისცემთ და მალევე შეამჩნევთ ცვლილებებს თქვენს ორგანიზმში. ძილი გაუმჯობესდება, თმა და ფრჩხილები კი გაჯანსაღდება.