წელიწადის ცივი დრო კანის ღია ადგილების განსაკუთრებულად მოვლას გვკარნახობს.
გააკეთეთ ყველაფერი პირიქით
ზამთარში კანის მოვლის მთავარი თავისებურებაა პროცედურების “გრაფიკის” შეცვლა. თუ ზაფხულში დამატენიანებელ კრემს დღისით იყენებდით, ხოლო მკვებავს - ღამით, ზამთარში ყველაფერი პირიქით უნდა გააკეთოთ.
კანის კვება დაიწყეთ დილიდან (შინიდან გასვლამდე), ხოლო დამატენიანებელი პროცედურები ძილის წინ ჩაიტარეთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი უგულებელყოფა, რადგან ზამთარში კანს განსაკუთრებით ვნებს ჰაერის მომეტებული სიმშრალე. კანი ადაპტირებულია ტენიანობისა და ტემპერატურის ცვალებადობასთან, მაგრამ არასასურველმა ფაქტორებმა შესაძლოა დაარღვიოს ადაპტაციის რთული ბიოქიმიური მექანიზმი. გაუწყლოებული კანი სიცივეში აქერცვლას და გაწითლებას იწყებს. კრემს შეუძლია, ყინვაში დაზიანებისგან დაიცვას კანი. შეარჩიეთ საშუალებები, რომლებიც შეიცავს სილიკონს და ქიტოზანს! არსებობს დღის კრემები, რომლებიც ზამთრის სიცივის მავნე ზემოქმედებისგან გვიცავს და ღამის დამამშვიდებელი კრემები, რომლებიც მცენარეულ საშუალებებს შეიცავს და სიწითლესა და დაჭიმულობას ხსნის. ცალკე გამოდის ცუდ ამინდში დამცავი კრემები. გაგრძელება