პატივი ეცით გარშემო მყოფებს - აი, რას გვასწავლის ცხოვრება.
კარგად აღზრდილი ადამიანი სხვას დისკომფორტს არ შეუქმნის. გაეცანით ეტიკეტის წესებს.
1. არასწორად უკრავთ ტაშს
ტაში უნდა დაუკრათ მკერდის სიმაღლეზე. არავინ უკრავს ტაშს სახის წინ, ან უფრო მეტი, სხვა ადამიანის სახის წინ.
2. არაგრაციოზულად ჯდებით მანქანაში
ჯერ სავარძელზე უნდა დაჯდეთ და ფეხები მერე შეალაგოთ სალონში. თუ ფეხები თოვლიანი გაქვთ, დაიფერთხეთ.
3. კარაქს ან ჯემს საერთო თეფშიდან იღებთ
საკუთარ თეფშზე გადაიღეთ კარაქი და ჯემი და იქიდან წაისვით პურზე.
4. არ ზრუნავთ გარშემო მყოფებზე
სუფრასთან მარილი და სხვა კერძები ჯერ გვერდზე მჯდომს უნდა მიაწოდოთ და შემდეგ გადაიღოთ.
5. არ აცდით სადღეგრძელოს თქმას
მოიცადეთ, რომ თქვენს სადღეგრძელოს იტყვიან, თქვით სამადლობელი და შემდეგ დალიეთ.
6. ნუ დააბრუნებთ ცარიელ თეფშს
თუ თეფშით მოგაწოდეს ტკბილეული ან კერძი, ცარიელი არ დაუბრუნოთ. დაუდეთ ორცხობილა, კანფეტი ან თხილი დაუყარეთ.
7. მზერა და ღიმილი
როცა სუფრაზე ჭიქას ჭიქაზე უჭახუნებთ, შეხედეთ მოსაუბრეს თვალებში და გაუღიმეთ. გვერდზე გახედვა ცუდი ტონია.
8. სალამი ღვთისაა
თუ სეირნობისას თქვენს ახლობელს ნაცნობი შეხვდა, მას თქვენც უნდა მიესალმოთ.
9. ჩანთა მარცხენა ხელში უნდა გეჭიროთ
ეტიკეტის თანახმად, ქალს ჩანთა მარცხენა ხელში უნდა ეჭიროს. მარჯვენა - სოციალური ხელია და ჩამორთმევისთვის თავისუფალი უნდა გქონდეთ.
10. წვეულებაზე ტელეფონს მაგიდაზე დებთ
უპატივცემულობაა, წვეულებაზე ყოფნისას ან სუფრასთან გაჯეტით სოციალური ქსელების გვერდები ათვალიეროთ.