ქუთუთოს კანის მოვლის უამრავი საშუალება არსებობს, მაგრამ ყველაზე ეფექტური არის ის, რომელიც თავად ბუნებამ გვაჩუქა. კვერცხისგან დამზადებული ნიღბებით შესაძლებელია თვალების ირგვლივ კანის გაღიავება და პატარა ნაოჭების მოცილება.
ჩვენმა რედაქციამ თავი მოუყარა რამდენიმე რეცეპტს, რომლის დახმარებითაც ქუთუთოს კანის სინაზესა და ელასტიკურობას შეინარჩუნებთ.
კვერცხის ცილის ნიღბები
ქუთუთოს კანის მდგომარეობის გაუმჯობესების ყველაზე მარტივი და ეფექტური ხერხი გახლავთ კვერცხის ცილის გამოყენება. დაგჭირდებათ მხოლოდ ერთი კვერცხის ცილა და ბამბა. წაისვით ცილა თვალების ირგვლივ და გაიჩერეთ, სანამ კარგად არ გაშრება. შემდეგ დაიბანეთ გრილი წყლით და დატკბით შედეგით.
შემდეგი რეცეპტი შესანიშნავია ე.წ. ბატის ფეხების მოსაცილებლად
თანაბარი დოზებით შეურიეთ კვერცხის ცილა, ქერის ფქვილი და თაფლი. მიღებული მასა წაისვით თვალების ირგვლივ 20 წუთით, შემდეგ დაიბანეთ გრილი წყლით.
ეს ნიღაბი კი დაგეხმარებათ შეშუპების ჩაცხრობაში და პატარა ნაოჭების მოცილებაში
საჭირო მასალა: 2 გაცივებული ცილა, 1 ჩ.კ. ყვავილის თაფლი და 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი მიქსერით და სწრაფად წაისვით თვალების ირგვლივ კანზე.
ეს კი გახლავთ ეფექტური საშუალება, რომელიც მშრალი კანის კვებისთვის გამოგადგებათ
შეურიეთ 1 კვერცხის გული, 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი და ნახევარი ლიმონის წვენი. მიღებული მასა წაისვით თვალების ირგვლივ კანზე 20 წუთით, შემდეგ დაიბანეთ გრილი წყლით.
წარმოუდგენელ ეფექტს სძენს კვერცხის ნიღაბში რძის დამატება. მკვებავი მოქმედების გასაძლიერებლად კი ბავშვთა კვების ფხვნილის მცირე რაოდენობა დაუმატეთ.
და გახსოვდეთ, ნებისმიერი ნიღაბი სუფთა კანზე უნდა წაისვათ!