როგორ იკეთებს ქალების უმეტესობა თმას, როცა ეჩქარებათ? რა თქმა უნდა, კუდს.
ეს ვარცხნილობა გვიხსნის იმ შემთხვევაშიც, როცა თავი დასაბანი გვაქვს ან უბრალოდ, სახლის საქმეებით ვართ დაკავებულნი და გვინდა, რომ თმამ არ შეგვიშალოს ხელი.
მაღლა გაკეთებული კუდი სადღესასწაულოდაც გამოდგება და მისი გაკეთების ბევრი ვარიაცია არსებობს. თუმცა, ქალების უმეტესობა არასწორად იკეთებს ამ ვარცხნილობას და ხშირად არც ისე ლამაზად გამოიყურება.
გთავაზობთ მოცულობითი, მაღალი კუდის 5 წუთში გაკეთების მეთოდს.
1. თუკი თავი ახალდაბანილი გაქვთ, წაისვით ცოტაოდენი მუსი, რომ არ ისრიალოს. კარგად დაივარცხნეთ თმა და გაყავით თმის ბუჩქი 2 ნაწილად.
2. თმის ქვედა ნაწილისგან გააკეთეთ კუდი. შემდეგ გაყავით ისიც 2 ნაწილად და რეზინასთან დააფიქსირეთ პატარა სარჭით.
3. ახლა შეუდექით თმის ზედა განაყოფზე მუშაობას. აიჩეჩეთ სავარცხლით ოდნავ თმა თხემზე.
4. მსუბუქად ჩამოივარცხნეთ, რომ ძალიან გაჩეჩილი არ იყოს. შეკარით იმ ადგილას, სადაც ქვედა კუდი გაიკეთეთ.
5. ახლა კი გამოყავით თმის პატარა ნაწილი და დაახვიეთ რეზინზე. დაიმაგრეთ თმის სარჭით. მზად არის!
ვარცხნილობის გაკეთების დეტალური მასტერკლასი იხილეთ ვიდეოში.