შინაურ პირობებში მომზადებულ ნიღბებს შეუძლია როგორც სარგებელი, ასევე სერიოზული ზიანიც მოგაყენოთ. არასოდეს გამოიყენოთ შემდეგი ინგრედიენტები:
საკვები სოდა
მას ხშირად უმატებენ სკრაბებში, მაგრამ ეს არასწორია! სოდის PH გახლავთ 9, ჩვენი კანის კი - 4,5-დან 5-მდე. სოდა ანგრევს კანის დამცავ ბარიერს და ღიას ტოვებს ბაქტერიების შესაღწევად. შედეგად, კანი ზიანდება.
ლიმონი
მედლის მეორე მხარე - ძალზე მჟავე ინგრედიენტების გამოყენება. ლიმონის PH გახლავთ 2 და მის მოქმედებას შეიძლება ვუწოდოთ კანის მჟავიანობა. ეს კი დამანგრეველია კანისთვის. რისკავთ, გაგიჩნდეთ ჰიპერპიგმენტაცია.
კბილის პასტა
მუწუკის მოსაცილებლად ღამით კბილის პასტის წასმა ხშირად გამოყენებადი მეთოდია. მაშ, რატომ არ შეიძლება მისი ნიღბებში გამოყენება? იგი ანგრევს ლიპიდურ ბარიერს არა მხოლოდ გამოყენების წერტილში, არამედ მის ირგვლივაც. და თუკი პასტას მათეთრებელი ეფექტიც აქვს, რისკავთ, დაიწვათ კანი.
ვაზელინი
ვაზელინის ერთჯერადი გამოყენება სასარგებლოცაა, იგი ატენიანებს კანს, მაგრამ ვაზელინს გააჩნია თვისება, შეიჭრას ღრმად და დაგროვდეს. ამგვარად, ვაზელინი ჭუჭყისა და ბაქტერიების მაგნიტი ხდება.
წყალბადის ზეჟანგი
შესანიშნავი დეზინფექტორი - წყალბადის პეროქსიდი შეუცვლელია პატარა ნაწიბურების დასამუშავებლად, მაგრამ არ შეიძლება მისი დამატება გამონაყარის საწინააღმდეგო ნიღაბში. ძლიერი მჟავა კანზე ე.წ. ოქსიდატიურ სტრესს გამოიწვევს: დააჩქარებს თავისუფალი რადიკალების გავრცელებას და ამგვარად კანის დაბერებას შეუწყობს ხელს.
შაქარი
შაქარი ტანისთვის შესანიშნავი სკრაბია, მაგრამ სახეზე მისი გამოყენება არ ღირს. თუ მოგწონთ ეფექტი, რომელსაც შაქრისა და ზეითუნის ზეთის სკრაბი იძლევა, სახის შემთხვევაში გამოიყენეთ შაქრის პუდრა.
სპირტი
სპობს არა მხოლოდ კანის დამცავ ბარიერებს, არამედ კანის უჯრედებსაც. ეს კი ფორების დახშობას, კანის არაჯანსაღ ფერსა და კომედონების წარმოშობას იწვევს.