რა თქმა უნდა, ნაოჭებისგან სრულად გათავისუფლება რთულია, მაგრამ შესაძლებელია მიმართო შინაურ პირობებში დამზადებულ საშუალებებს. ეს საშუალებები ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას, ჭიმავს ნაოჭებს და ატენიანებს კანს. დღეს ჩვენი რედაქცია შემოგთავაზებთ მოქმედი ნიღბების რეცეპტებს კანის რეგენერაციისა და აღდგენისთვის.
ლუდის საფუარის ნიღაბი
ინგრედიენტები
• 100 გრ ნატურალური იოგურტი
• 1 ს.კ. ლუდის საფუარის ფხვნილი
• 1 ს.კ. გაღვივებული ხორბლის ზეთი
შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, წაისვით ნიღაბი კისერზე და დეკოლტეს ზონაზე 15 წუთით. დაიბანეთ გრილი წყლით. ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში 3-ჯერ.
ბანანისა და მუსკუსის ვარდის ეთერზეთის ნიღაბი
ინგრედიენტები
• 1 ძალიან მწიფე ბანანი
• 1 ს.კ. მუსკუსის ვარდის ეთერზეთი
მოამზადეთ ბანანის პიურე, დაამატეთ ეთერზეთი და მოურიეთ. წაისვით კისერზე და დეკოლტეს ზონაზე 20 წუთით, შემდეგ დაიბანეთ გრილი წყლით. პროცედურების კურსი - კვირაში 3-ჯერ.
თაფლისა და ავოკადოს ნიღაბი
ინგრედიენტები
• 100 გრ ავოკადოს რბილობი
• 1 ს.კ. თაფლი
მოამზადეთ ავოკადოს პიურე, დაამატეთ თაფლი. მოურიეთ და წაისვით კისერზე და დეკოლტეს ზონაზე მასაჟის მოძრაობებით დაბლიდან მაღლა. გაიჩერეთ 15 წუთით, შემდეგ დაიბანეთ გრილი წყლით.