აბუსალათინის ზეთის სასარგებლო თვისებებზე ალბათ გსმენიათ, იგი მდიდარია მკვებავი ნივთიერებებით. მაგრამ ხშირად მას წებოვანი კონსისტენციის გამო თავს არიდებენ.
დაჟინებით გირჩევთ აბუსალათინის ზეთის გამოყენებას, რადგან ის ძალზე ხელმისაწვდომია და ამავდროულად - სასწაულმოქმედი, როდესაც საქმე თავის კანისა და თმის მკურნალობას ეხება.
აბუსალათინის ზეთი სქელ სითხეს წარმოადგენს. ამიტომაც რეკომენდებულია მისი გაზავება გამოყენებამდე. შეურიეთ თანაბარი რაოდენობის ქოქოსის ზეთი და აბუსალათინის ზეთი, წაისვით მიღებული მასა თავის კანზე და გაიჩერეთ 1 საათით.
შეგიძლიათ დაიზილოთ თავის კანი, რათა სითხე თანაბრად წაისვათ. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში 2-ჯერ თავის დაბანამდე. ასევე შეგიძლიათ წაისვათ თმის გამომშრალ ბოლოებზე. უბრალოდ, დაიწვეთეთ ხელისგულებზე 2-3 წვეთი აბუსალათინის ზეთი და შეიზილეთ მშრალ თმაზე. გაიჩერეთ 1 საათით.
შედეგები, უბრალოდ, გაგაოცებთ. ამიტომ სცადეთ აუცილებლად!