ყველა ქალს სურს, ლამაზად და მიმზიდველად გამოიყურებოდეს. საბედნიეროდ, ამისათვის არ არის საჭირო უზარმაზარი თანხის დახარჯვა ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ პროცედურებსა და საშუალებებზე. სილამაზის საწინდარი ხომ სწორი მოვლაა!
გთავაზობთ 10 მარტივ, მაგრამ ეფექტურ რჩევას, რომლების წყალობითაც ყოველთვის იდეალურ ფორმაში იქნებით.
კანის, თმის, წამწამების, ტუჩებისა და თმის მოვლა შინაურ პირობებში
საშუალება შეშუპების წინააღმდეგ
გახსენით მარილი წყალში: 2 ს.კ. 250 მლ წყალზე. ხსნარი მაღალკონცენტრირებული უნდა იყოს. დაალბეთ მასში პირსახოცი და დაიდეთ სახეზე 10 წუთით. შეშუპება მალევე ჩაცხრება.
სქელი ტუჩები
წაისვით ტუჩებზე ცხიმიანი საცხი ან ლოსიონი. ასევე, გამოდგება ვაზელინი ან ზეითუნის ზეთი. აიღეთ კბილის ჯაგრისი და მოისვით ტუჩებზე 1 წუთის განმავლობაში. ტუჩები მოცულობასა და სიგლუვეს შეიძენს.
მბზინვარე და დატენიანებული კანი
თუ მშრალი კანი გაქვთ, არსებობს მისი რეაბილიტაციისა და დატენიანების ხერხი. დაიორთქლეთ და შეიზილეთ კანში ზეითუნის ზეთი 7 წუთის განმავლობაში. გაიმეორეთ პროცედურა ყოველ მე-5-მე-6 დღეს.
გამონაყარისგან გათავისუფლება
გამონაყარის შესამცირებლად: გაიწმინდეთ სახე და წაისვით თაფლი 15 წუთით. დაიბანეთ თბილი წყლით. რა თქმა უნდა, ამ გზით გამონაყარის მკურნალობა შეუძლებელია, უნდა გამოვლინდეს მისი გამომწვევი მიზეზი, მაგრამ კანი ნაკლებად გაღიზიანებული იქნება.
უეცრად გამოსული ფურუნკული
თუ სახეზე დიდი ანთება გაგიჩნდათ, მისი მოცილება თვალის წვეთებით შეგიძლიათ. წაუსვით ცოტაოდენი საშუალება ბამბის დისკზე და მოათავსეთ მაცივარში 5 წუთით. შემდეგ დაიდეთ ბამბა პრობლემურ ადგილას. მუწუკი გაცილებით ნაკლებად შესამჩნევი გახდება.
მაკიაჟის მოცილება
მოამზადეთ ეფექტური და ბიუჯეტური საშუალება მაკიაჟის მოსაცილებლად: შეურიეთ ზეითუნის ზეთი და მინერალური წყალი პროპორციებით 1:3-ზე. მიცელარული წყალი მზადაა! ეფექტურად აცილებს მაკიაჟს და კვებავს კანს.
ჩაზრდილი თმა
მოამზადეთ სკრაბი, რომელიც მოგაცილებთ ამ პრობლემას: მომცრო თასში შეურიეთ 1 ჩ.კ. სოდა, იმავე რაოდენობის შვრია და 1 ს.კ. წყალი. წაისვით პრობლემურ ადგილებზე, გაიჩერეთ 5 წუთით, შემდეგ მიიღეთ შხაპი.
თვალების ირგვლივ სიშავე
დაამატეთ 1 ჩ.კ. სოდა ჭიქა წყალში ან ჩაიში. კარგად მოურიეთ და ჩაალბეთ ხსნარში ბამბის დისკი. დაიდეთ თვალების ქვეშ 10-15 წუთით, შემდეგ წაისვით დამატენიანებელი საცხი.
მბზინვარე თმა
სუპერნიღბისთვის დაგჭირდებათ: ბანანი, 1 ს.კ. თაფლი და ნახევარი ჭიქა ლუდი. მოურიეთ ყველა ინგრედიენტი, წაისვით თმაზე 1-2 საათით, შემდეგ დაიბანეთ. გაიკეთეთ ეს ნიღაბი კვირაში 1-ხელ.
გრძელი წამწამები
შეურიეთ ნახევარი ჩ.კ. ქოქოსის ზეთი და 2 წვეთი ლავანდის ეთერზეთი. წაისვით ეს საშუალება წამწამებზე ძილის წინ, კვირაში 3-ჯერ.
ანტიასაკობრივი ნიღაბი
15 გრ წყალმცენარეები (შეიძინეთ აფთიაქში) გახსენით მცირე რაოდენობის წყალში. თესლი უმალვე გაღვივდება, შემდეგ მოურიეთ კარგად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული სქელი მასა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20-30 წუთით, შემდეგ მოიცილეთ ხელსახოცით.