მოშვებული კანი... ამ პრობლემას 40 წლის შემდეგ თითქმის ყველა ქალი აწყდება. განსაკუთრებით იცვლება კანის სტრუქტურა ყელზე, ხელებსა და სახეზე.
სამწუხაროდ, სრულიად აღიდგინოთ კანის ელასტიკურობა, შეუძლებელია, მაგრამ საგრძნობლად გაიუმჯობესოთ კანის მდგომარეობა, შინაური მეთოდებითაც შეგიძლიათ.
ჩვენ ყოველთვის გირჩევთ, გამოიყენოთ შინაური საშუალებები არა მხოლოდ სახისთვის, არამედ სხეულის სხვა პრობლემური ზონებისთვის! ისინი შესანიშნავად ატენიანებს კანს, ასევე, ხელს უშლის ელასტინისა და კოლაგენის დაკარგვას.
ნიღაბი სანდალოზის პასტისგან
ინგრედიენტები:
1 ს/კ სანდალოზის ხის ფხვნილი
რძე
მომზადება და გამოყენება:
სანდალის ფხვნილს დაუმატეთ იმდენი რძე, რომ არაჟნის კონსისტენციის მასა მიიღოთ.
მოათავსეთ ნიღაბი ქილაში და მჭიდროდ დაახურეთ თავსახური. გააჩერეთ რამდენიმე საათი (აჯობებს, მთელი ღამე).
წაისვით მზა ნიღაბი სუფთა კანზე. გაიჩერეთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
პასტა კურკუმასგან
ინგრედიენტები:
- ½ ჩ/კ კურკუმა
- 1 ჩ/კ ნაღები
- 2/3 წვეთი ლიმონის ეთერზეთი
მომზადება და გამოყენება:
კურკუმას დაუმატეთ ნაღები. კარგად აურიეთ.
დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის ეთერზეთი.
დაიდეთ ნიღაბი კანზე და გაიჩერეთ იქამდე, სანამ არ შეგაშრებათ. შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. კომპონენტების ეს შეხემება შესანიშნავად კვებავს, ატონიზირებს და ამკვრივებს კანს. გარდა ამისა, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.