1. სახის გაწმენდა
მინერალური წყალი რბილად გაწმენდს სახის კანს, დაატენიანებს და გააუმჯობესებს სახის ფერს.
2. ზედმეტი პომადის მოცილება
პომადის წასმის შემდეგ პირში თითი ჩაიდეთ, ტუჩებით მოუჭირეთ და გამოიღეთ. ზედმეტი პომადა თითზე გადავა და არა კბილებზე.
3. კბილების გასათეთრებლად
ერთმანეთს შეურიეთ სოდა და ლიმონის წვენი, წაისვით კბილებზე. ნარევი კბილებზე არსებულ ბაქტერიებს და უსიამოვნო სუნსაც მოგაშორებთ.
4. აკურატული ჩრდილი
გამოიყენეთ კოვზი, რათა ჩრდილი სიმეტრიულად წაისვათ.
5. ცხვირის კონტურინგი
ჩანგლით ცხვირის იდეალურ კონტურინგს გაიკეთებთ. დაიდეთ ჩანგალი ცხვირზე, ცენტრალური ღარი ჰაილაითერით გაიღიავეთ, კიდეები ბრონზატორით ან კორექტორით დაიმუშავეთ.
6. ტუჩის ომბრე
ვიზუალურად გაგიდიდებთ ტუჩებს. ფანქრით შემოიხატეთ ტუჩის კონტური, კიდეებზე წაისვით მუქი ფერის პომადა, ცენტრში - ღია ფერის.
7. იდეალური ტუში
წამწამებზე ტუშის ხორხოშელები რომ არ დაგრჩეთ, თავდახურული ტუშის ტუბი ცხელი წყლის ქვეშ გააჩერეთ.
8. თვალების ჩამუქება
მას ადვილად მოიშორებთ, თუ წითელ ან ქლიავისფერ პომადას წაისვამთ, ზემოდან - კორექტორს ან ტონალურ კრემს.
9. წამწამების გახშირება
ტუშის მშრალი ჯაგრისი პუდრში ჩააწეთ და წამწამებზე წაისვით. ზემოდან ჩვეულებრივად გადაისვით ტუში.
10. ტუჩების დასატენიანებლად
მიიდეთ ტუჩებზე მწვანე ჩაის ერთჯერადი პაკეტი. გაიჩერეთ 5-10 წუთი. განსაკუთრებით სასარგებლო რჩევაა სუსხის დროს.