თუ სათვალეს ატარებთ და არა ლინზებს, ეს არ გახლავთ მიზეზი, უარი თქვათ ლამაზ მაკიაჟზე. პირიქით, თქვენი აქსესუარი ღირსეულ დანამატს საჭიროებს.
სწორედ ამიტომ ჩვენ მოვიძიეთ კოსმეტიკური ბრენდის, Bobbi Brown-ის ვიზაჟისტების რჩევები, როგორ შეიღებოთ თვალები, თუ ცხოვრება სათვალის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ.
ვიზაჟისტები გვირჩევენ, შევარჩიოთ მაკიაჟი სათვალის ჩარჩოს შესაბამისად. რაც უფრო სქელია ჩარჩო, მით უფრო მკვეთრი უნდა იყოს მაკიაჟი.
მართკუთხედი სათვალე
ასეთ სათვალეს Smokey Eyes მაკიაჟი უხდება, თვალებისა და თმის ფერის გამოსაკვეთად. როდესაც აქცენტს თვალებზე აკეთებთ, ტუჩებზე ნეიტრალური თბილი ფერის პომადა უნდა წაისვათ.
სათვალე ფერადი ჩარჩოთი
ამ შემთხვევაში, ფერთან თამაში დაშვებულია. მაგალითად, მწვანე ფერის ჩარჩოს მუქი მწვანე ფერის ლაინერი შეუხამეთ, ქვედა ქუთუთო კი რკინის ელფერით გამოკვეთეთ. ამგვარად, მაკიაჟი საკმაოდ მკვეთრი გამოვა. შესაბამისად, ტუჩები ბუნებრივი ფერის პომადით შეიღებეთ.
დიდი სათვალე მკვეთრი ჩარჩოთი
ამ მოდელს თეთრი კანი და ქერა თმა აქვს, რომელსაც ეფექტურად გაუსვამს ხაზს მკვეთრი პომადა. სწორედ ამიტომ ამ შემთხვევაში აქცენტი ტუჩებზეა. შეარჩიეთ ვარდისფერი ელფერი რომანტიკული იმიჯის შესაქმნელად. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩარჩო ლეოპარდის პრინტით, უკვე წარმოადგენს მკვეთრ აქსესუარს და ამიტომ თვალის მკვეთრი მაკიაჟი საჭირო არ არის - იგი ყურადღებას გადაიტანს ლამაზი ჩარჩოდან. უბრალოდ, წაისვით საბაზისო ჩრდილები და ტუში.
ასევე იხილეთ:
როგორ შევუხამოთ სათვალე და მაკიაჟი