აირჩიეთ მოცემული ვარცხნილობებიდან ნებისმიერი და იყავით დარწმუნებული, რომ დილაობით თმის დასაყენებლად დიდი დრო არ დაგეხარჯებათ!
გრძელი თმისთვის
ვარცხნილობა ფენა-ფენა
იდეალურია, თუ საშუალო ტალღოვანი თმა არ გაქვთ. ფენები თავისით ჯდება და ქმნის შემოქმედებით უწესრიგობას, რომელიც ძალიან თანამედროვედ და ლამაზად გამოიყურება.
ერთი სიგრძე + "ჩოლკა" ნიკაპამდე
შესანიშნავი ვარიანტია სწორი თმის მფლობელებისთვის. გრძელი "ჩოლკის" დამოკლებული თმის ნაწილი სახის ოვალს გამოკვეთს, სწორი მბზინვარე თმა კი მხრებზე იშლება: შეუდარებელია!
საშუალო სიგრძის თმისთვის
სამკუთხა ბობი
ოდნავ დაგრძელებული ნიკაპამდე და დამოკლებული კეფაზე, ეს ბობი ძალიან სექსუალურად გამოიყურება, პირვანდელი, დაუვარცხნელი სახით.
შეგი
ამერიკელმა სტილისტებმა ამ ვარცხნილობას სახალისო განსაზღვრება მისცეს: კარე "ჩოლკა-ფარდით". ეს გახლავთ შესანიშნავი ვარცხნილობა სქელი და მძიმე თმისთვის.
სწორი ბობი
სუპერვერსია თხელი და მოცულობის გარეშე თმისთვის: მცირე ასიმეტრია, განივად გადაყოფილი თმა და ეფექტის გასაძლიერებლად - "ჩოლკის" ერთი მხარე ყურს უკან გადაწეული.
მოკლე თმისთვის
პიქსი
უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყველა მოკლე თმას დაყენება არ უნდა, მაგრამ პიქსი ამ მხრივ შეუდარებელია. უბრალოდ, გადაიწიეთ უკან ან გვერდულად - იგი მუდამ შესანიშნავია!