ჭაღარისგან გათავისუფლება ქიმიური შეღებვის გარეშე - გაჯერებული თმის ფერი ბუნებრივი საშუალებებით! - Marao

ჭაღარისგან გათავისუფლება ქიმიური შეღებვის გარეშე - გაჯერებული თმის ფერი ბუნებრივი საშუალებებით!

2017-03-02 14:02:45+04:00

თუ ჭაღარა თმის პრობლემას ნაადრევ ასაკში შეხვდით, სასწრაფოდ უნდა ესტუმროთ ექიმ-ტრიქოლოგს მიზეზების დასადგენად. ჩვენი რედაქცია კი გიზიარებთ თმის სავლების რეცეპტს, რომელიც ჭაღარის შენიღბვაში დაგეხმარებათ.

როგორ გავთავისუფლდეთ ჭაღარისგან შეღებვის გარეშე

ინგრედიენტები

• 6 ს.კ. შავი ბაიხის ჩაი

• 2 ლიტრი მდუღარე წყალი

• 3 ს.კ. ვაშლის ძმარი

მომზადება

დააყენეთ ბაიხის ჩაი და გააცივეთ.

გადაწურეთ და ცოტათი შეათბეთ ჩაი, დაამატეთ ვაშლის ძმარი.

თავის დაბანის შემდეგ თმაზე უნდა გადაივლოთ ეს ნატურალური საშუალება 15-20 წუთის განმავლობაში. პროცედურის დასრულებისთანავე არ უნდა ჩამოიბანოთ, ეცადეთ, ხელებით მაქსიმალურად დაწუროთ თმა პირსახოცის გამოყენების გარეშე და გაიშროთ ფენით.

გაიმეორეთ ეს პროცედურა თავის ყოველი დაბანის შემდეგ და უკვე 2 კვირაში მიიღებთ სასურველ შედეგს.

ასევე იხილეთ:

5 მეთოდი, როგორ დავმალოთ ჭაღარა შეღებვის გარეშე

5 მეთოდი, როგორ დავმალოთ ჭაღარა შეღებვის გარეშე